ვიზუალური ნიშნების ენა

სიტყვა ენის გაგონებაზე პირველ რიგში სხეულის ნაწილი გვახსენდება. არადა ამ სიტყვას უამრავი განმარტება აქვს. ერთ-ერთის მიხედვით, ენა კომპლექსური საკომუნიკაციო საშუალებაა. არსებობს ისეთი ენები, ანუ საკომუნიკაციო სისტემები, რომლთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სხეულის ნაწილ ენასთან. მაგალითად ჟესტების ენა, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანები იყენებენ. ან კომპიუტერული ენები, რომელთაც განვითარების მეტად საინტერესო ისტორია აქვთ.

ადამიანი მუდამ ცდილობდა დაემკვიდრებინა ან შეექმნა ისეთი ენა, რომელზეც ყველა ისაუბრებდა, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ყველა იმპერიას სურდა თავისი ენა დაემკვიდრებინა უნივერსალურ საკომუნიკაციაო საშუალებად.

ბიბლიაში საუბარია უნივერსალურ ენაზე, რომელზეც მთელი კაცობრიობა საუბრობდა. ზოგიერთი ლინგვისტი თვლის, რომ არსებობდა პროტო ენა რომელიც შემდეგ სხვადახვა ენად დაიყო.

გვახსოვს უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების ხელოვნურად შექმნის მცდელობებიც. მაგალითად ესპერანტო, ენა რომელიც სხვადასხვა ენების ერთამანეთთან ხელოვნური გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბევრი თვლიდა, რომ ასეთი სახით შექმნილი ენა ყველასათვის მისაღები კომპრომისი იქნებოდა, და იგი საყოველთაო საკომუნიკაციო საშუალებად გადაიქცეოდა. დღესდღეობით ასეთად დომინანტად ინგლისური ენა გვევლინება, ამ ენაზე ხომ ჩვენი პლანეტის მოსახლეთა უმრავლესობა საუბრობს. Continue reading

Posted in სხვა | Leave a comment

ღრუბლებიანი ოთახი

ერთ ქალაქში უცნაური პერსონაჟი ცხოვრობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს პერსონაჟი სულ მარტო იყო.

რა თქმა უნდა მას ჰყავდა მშობლები, მეგობრები, კოლეგები, მაგრამ მაინც სულ მარტო იყო. როდესაც ჩვენი პერსონაჟი დილით იღვიძებდა, პირველი რასაც ხედავდა, ოთახის ნაცრისფერი კედლები იყო.
იგი ხშირად ფიქრობდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა თავის ცხოვებაში. მაგრამ არ იცოდა როგორ უნდა ექნა ეს.

და ერთხელაც, თეთრი ღრუბლების ხატვა დაიწყო თავისი ოთახის ნაცრისფერ კედლებზე. მერე როდესაც იღვიძებდა და თვალს ახელდა, თეთრ ღრუბლებს ხედავდა.
იგი ყოველ დღე ხატავდა ახალ თეთრ ღრუბლებს და ყოველ დილით ხედავდა, რომ მისი ოთახი ოდნავ შეცვლილიყო. და ამგვარად, კმაყოფილდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც იცვლება.
განვლო ბევრმა, ბევრმა, ძალიან ბევრმა დღემ და ბოლოს, მისი ოთახის კედლები ღრუბლებისაგან თეთრად დაიფარა.

მხოლოდ პატარა ნაცრისფერი ლაქა დარჩა ოთახის ერთ კუთხეში.
და გადაწყვიტა ეს პატარა კუთხეც მოეხატა ღრუბლებით. მაგრამ ნახა რომ თეთრი საღებავი გაუთავდა, და გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო.
გზად ცას უყურებდა და ფიქრობდა, რომ ღრუბლებით სავსე თეთრი ცა ძალიან ჰგავს მისი ოთახის ახლა უკვე თეთრ კედლებს.

ასე თეთრი ცისყურებაში კინაღამ ერთ გოგონას დაეჯახა, რომელიც მასსავით ცას უყურებდა.
მან ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში და უთხრა: “ეს თეთრი ცა მართლაც ძალიან ლამაზია არა?”
გოგონამ კი გაიფიქრა: რა უცნაური პერსონაჟიაო. ზრდილობიანად გაიღიმა და თავისი გზა გააგრძელა.

ჩვენმა პერსონაჟმა კი გოგონას მზერა გააყოლა…
მერე თავისი გზა გააგრძელა და მაღაზიაში თეთრი საღებავი იყიდა. მივიდა სახლში და პატარა ნაცრისფერი ლაქაც თეთრი ღრუბლებით მოხატა.

და ახლა, როცა მას სტუმრები ჰყავს ხოლმე, (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არც ისე ხშირად ხდება) ყველას ჰგონია, რომ კედლები მის ოთახში უბრალოდ თეთრია და ვერავინ ხვდება, რომ სინამდვილეში კედლები დაუთვლელი თეთრი ღრუბლებით არის მოხატული. ღრუბლებით, რომლებიც ერთ გოგონას ახსენებენ, ერთხელ კინაღამ რომ გაიცნო.

SabavshvoJurnali_N02

 2011 ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

Posted in ბავშვებისათვის | 1 Comment

ელექტრონული წიგნები – ტექსტიდან ინტერაქციამდე

არც ისე დიდი ხნის წინ სიტყვა წიგნის გაგონებაზე ჩემს ცნობიერებაში სავსებით კონკრეტული ობიექტი წარმოისახებოდა. დღეს კი როდესაც ელექტრონული წიგნები იკრებენ პოპულარობას ეს წარმოდგენა იცვლება.

წიგნის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, დავინახავთ, რომ წიგნმა ბევრჯერ, ხშირად სრულიად რადიკალურადაც შეიცვალა თავისი ფორმა. შუმერულ წიგნებს თიხის ფირფიტების სახე ქონდათ, ეგვიპტურებს გრაგნილის, ხოლო შუა სუკენეებში უზარმაზარი ხელნაწერი წიგნები იწერებოდა.

წიგნი კვლავაც იცვლის ფორმას, გაჩნდა ელექტრონული წიგნები. ელექტრონული წიგნი უბრალო ფაილია, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია მატერიალული გარსი. ასეთი წიგნების წასაკითხად საჭიროა სპეციალური ელექტრონული წიგნების საკითხი მოწყობილობა ან კომპიუტერი.

ელექტრონული წიგნების (წიგნების კომპიუტერული ფაილის სახით) ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზია amazon.com-ია. დღეს ამაზონზე წიგნების გარდა უამრავი სხვა ტიპის პროდუქტიც იყიდება მაგრამ თავიდან ეს ვებპორტალი მისი დამფუძნებელის, ჯეფ ბეზოსის (Jeff Bezos) მიერ როგორც ნაბეჭდი წიგნების ინტერნეტ მაღაზია მოიაზრებოდა. მოგვიანებით ამაზონზე ელექტრონული წიგნებიც გამოჩნდა. 2011 წლის დასაწყისში კი ჯეფ ბეზოსმა განაცხადა რომ 2010 წლის ბოლო კვარტალში amazon.com-ზე უფრო მეტი ელექტრონული წიგნი გაიყიდა ვიდრე ნაბეჭდი ეგზემპლიარი.

ელექტრონული წიგნის ფორმატი ყველაზე მოხერხებული ლექსიკონებისა და სასწავლო ლიტერატურისათვის არის მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დღესდღეობით ელექტრონული სახით ყველაზე ფართოდ მხატვრული ლიტერატურა არის წარმოდგენილი.

მხატვრული ლიტერატურა ელექტრონული სახით

sanbooks_01amazon.com – ზე ნაყიდი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია კომპიუტერში მაგრამ ამის გარდა ამაზონი თავის წიგნის საკითხავ მოწყობილობასაც ყიდის. ამ მოწყობილობას ქინდლი (KINDLE) ქვია. ამაზონის ელექტრონული წიგნების მაღაზიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ტექსტის ატვირთვა. წიგნის ფასს თავად მომხმარებელი ადგენს, ამაზონი კი გაყიდული წიგნიდან გარკვეულ პროცენტს იტოვებს. ამაზონზე მხოლოდ რამოდენიმე ენაზე დაწერილი წიგნის განთავსებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ ამ ენებში ქართული არ შედის. თუმცა არსებობს მსგავსი ტიპის ქართული პლატფორმებიც, რომლებიც გამომცემლობას ან ავტორს საკუთარი წიგნის განთავსებისა და ელექტრონული სახით გაყიდვის საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის ერთ-ერთი ქართულენოვანი პლატფორმაა saba.com.ge.

Continue reading

Posted in ელექტრონული წიგნები | 2 Comments

ანგელოზის ერთი დღე

მან დილით ადრიანად გაიღვიძა, ყველა ადამიანზე ადრე. ეს იმიტომ, რომ ანგელოზია და ღრუბლებში ცხოვრობს, ღრუბლები კი, მოგეხსენებათ, მზესთან სულ ახლოსაა, ამიტომაც, იქ ყველაზე ადრე თენდება.

ადგა და პირი წვიმის წყლით დაიბანა, ეს იმიტომ, რომ ღრუბელზე ცხოვრობს, ღრუბლები კი, როგორც იცი, სანახევროდ წვიმის წვეთებისგან შედგებიან, მეორე ნახევარი კი ადამიანთა სევდიანი ამოსუნთქვებია.

შემდეგ ჩაიცვა, ისაუზმა და საწერ მაგიდას მიუჯდა. ყური მიუგდო ადამიანთა სევდიან ამოსუნთქვებს, რომლებიც ღრუბლიდან მოისმოდა და ასე შეადგინა იმ ადამიანთა სია, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა.

შემდეგ თმა დაივარცხნა და სამუშაოდ, ანუ ადამიანების დასახმარებლად გაფრინდა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებდა, მისი საქმეები სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდა, ეს იმიტომ, რომ ანგელოზები ალტრუისტები არიან და არ სურთ თავისი საქმეები სალაპარაკო გახადონ.

შინ გვიან, გვიან ღამით დაბრუნდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა ადამიანებთან, დედამიწაზე ღამდება, ღრუბლებშ ჯერ კიდევ არის სინათლე, რადგან ისინი ისე ახლოს არიან მთვარესთან, რომ იქ შუაღამითაც კი არ ბნელა.

შინ დაბრუნებულმა ისადილა, ცოტა გაისეირნა თავის ღრუბელზე და დასაძინებლად გაეშურა. დაღლილობისგან მალე, ანგელოზის ტკბილი ძილით დაეძინა.

SabavshvoJurnali_N05

 2011 ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

Posted in ბავშვებისათვის | Leave a comment

სად ცხოვრობენ ანგელოზები

ანგელოზები ღრუბლებზე, ფრთიან სახლებში ცხოვრობენ.

ჩვენ ამ სახლებს ვერ ვხედავთ, რადგან ისინი ღრუბლებზე დგანან და როცა ქვემოდან უყურებ, ვერც კი გაარჩევ, რომ სახლია.

თუ ადამიანების სახლები მუდმივად ერთ ადგილას დგანან, ანგელოზების სახლები, თავიანთ პატრონებთან ერთად დაფრინავენ.

და ყოველ შობას, ანგელოზები სამოთხის კარიბჭსთან იკრიბებიან. ბუნებრივია, ამ დროს მათი სახლებიც იქვე შორიახლოს არიან, ვინაიდან ისინი მუდამ თან დაყვებიან თავიანთ პატრონებს.

სამოთხის კარიბჭესთან ფანტასტიკური ცხოველბიც მოფრინავენ, რომ კიდევ ერთხელ გაიხსენონ ის, რაც ბევრი წლის წინ მოხდა.

შემდეგ ანგელოზები მიწაზე ჩამოდიან, რათა იმათ დაეხმარონ, ვისაც უჭირს. ალბათ ამიტომაა, რომ შობას ყველა, განსაკუთრებით კი ბავშვები გრძნობენ, თითქოს მათ გვერდით ისეთი ვინმე იყოს, ვინც ყოველთვის მზადაა დაეხმაროს.

SabavshvoJurnali_N06

 2011 ჟურნალისათვის “ბავების დრო”

Posted in ბავშვებისათვის | Leave a comment

მოპარული ვარსკლავი

ერთხელ, ერთი პერსონაჟი თავის შეყვარებულს შეჰპირდა რომ ვარსკვლავს აჩუქებდა. მერე კი დაღონდა, რაგან მშვენივრად იცოდა, რომ როდესაც ვინმეს რამეს პირდები, აუცილებლად უნდა შეასრულო, მითუმეტეს, თუ შეყვარებულს დაპირდი. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენმა პერსონაჟმა არ იცოდა როგორ შეესრულებინა თავისი დანაპირები.

მთელი ღამე ფიქრობდა როგორ მიწვდომოდა ვარსკვლავს ცაზე. თავიდან ერთი საინტერესო იდეა მოუვიდა: აეგო პატარა თვითმფრინავი და გაფრენილიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.

მერე უნდოდა ძალიან გრძელი კიბე გაეკეთებინა, მაგრამ ამ იდეაზეც უარი თქვა.

ბოლოს, გამთენიისას სახლის სახურავზე ავიდა, თითის წვერებზე აიწია, ხელები მაღლა აიწვდინა და როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ცას მისწვდა.

ამას ალბათ ერთადერთი ახსნა მოეძებნება, რაც ყველასთვისაა ცნობილი, თუ ადამიანი შეყვარებულია, მას ყველაფერი შეუძლია, მთავარია ძალიან, ძალიან მოინდომოს.

აი, ასე შეძლო ჩვენმა პერსონაჟმა მიწვდომოდა პატარა ვასკვლავს და მოეწყვიტა ის. ვარსკვლავის ადგილას, ცაზე პატარა ნახვრეტი დარჩა.

პერსონაჟმა ვარსკვლავი შინ მიიტანა და ლამაზ ყუთში ჩადო. როდესაც გათენდა, თავის შეყვარებულთან წაიღო.

გზაში მოინდომა კიდევ ერთხელ დაეხედა ვარსკვლავისათვის. გახსნა ყუთი და გაკვირვებული დარჩა.

თურმე ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ ანათებენ, როცა ცაზე არიან მიმაგრებულები, მაგრამ ცის გარეშე, კამფეტის ბრჭყვიალა ქაღალდებს ემსგავსებიან.

როდესაც ჩვენი პერსონაჟის შეყვარებულმა ყუთი გახსნა და ვარსკლავი დაინახა, რომელიც კამფეტის ქაღალდს წააგავდა, მისმა სიყვარულით სავსე გულმა მაშინვე იგრძნო, რომ ეს ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

იგი გახარებული დარჩა საჩუქრით, რომელიც მანამდე არავის არ რგებია.
ღამით კი ასტრონომები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ცაში, ერთ-ერთი ვარსკვლავის ნაცვლად პატარა ნახვრეტი დახვდათ.

SabavshvoJurnali_03-1

2011 წელი. ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

Posted in ბავშვებისათვის | Leave a comment

პეგასების შესახებ

სერიიდან: ფანტასტიკური ცხოველების ენციკლოპედია

პირველ ამბებს, პეგასების შესახებ, ბერძნული მითები გვიამბობენ. ამ მითების მიხედვით, პეგასი მშვენიერების, მუსიკისა და ხელოვნების ღვთაების, აპოლონის ცხენია. ამბობენ, რომ პეგასის მამა, თავად ზღვებისა და ოკეანეების (სამკაპიანი) ღმერთი პოესიდონია. პეგასს ფრთების გარდა გასაოცარი ძალაც ჰქონდა და მიწაზე ფეხის ერთი დაკვრით შეეძლო წყარო აღმოეცენებინა, მისი სახელი ძველ ბერძნულად ძლიერს ნიშნავს.

თამარ კალხიდაშვილი

1. პე­გა­სე­ბი ჩვ­ენს ირ­გვ­ლივ ცხ­ოვ­რო­ბენ. ჩვ­ენ კი მათ ვერ ვხ­ედ­ავთ, რა­დგ­ან ის­ინი თა­ვი­ან­თი სა­ქმ­ეე­ბით არ­იან და­კა­ვე­ბუ­ლნი. ეს სა­ქმ­ეე­ბი ან­გე­ლო­ზე­ბთ­ან და სხ­ვა­და­ხვა ფა­ნტ­ას­ტი­ურ ცხ­ოვ­ელ­ებ­თან ერ­თად ცა­ში ფრ­ენ­აა.
მი­წა­ზე მხ­ოლ­ოდ ხა­ნდ­ახ­ან თუ ჩა­მო­ფრ­ინ­დე­ბი­ან, ის­იც სა­დი­ლო­ბი­სას. პე­გა­სე­ბს ძა­ლი­ან უყ­ვა­რთ ად­ამ­ია­ნე­ბის წე­რი­ლე­ბი.
ოღ­ონდ სა­კი­თხ­ავ­ად კი არა, სწ­ორ­ედ სა­დი­ლად. მა­თთ­ვის ყვ­ელ­აზე დი­დი გე­მრ­იე­ლო­ბა ხე­ლნ­აწ­ერი ფუ­რც­ლე­ბია.

2. ბო­ლო დრ­ოს, ად­ამ­ია­ნე­ბი სულ უფ­რო ნა­კლ­ებ წე­რი­ლს წე­რენ ერ­თმ­ან­ეთს და პე­გა­სე­ბს­აც ხა­ნდ­ახ­ან გა­ზე­თე­ბით უწ­ევთ გა­მო­კვ­ებ­ვა. მათ სუ­ლაც არ უყ­ვა­რთ გა­ზე­თე­ბი, უბ­რა­ლოდ, სხ­ვა გზა არ აქ­ვთ ხო­ლმე.პე­გა­სე­ბს გა­მო­რჩ­ეუ­ლად პო­ეტ­ებ­ის ხე­ლნ­აწ­ერ­ები უყ­ვა­რთ.
ამ­იტ­ომ, რო­გო­რც წე­სი, ყვ­ელა პე­გა­სს ჰყ­ავს თა­ვი­სი პო­ეტი, მა­გრ­ამ სა­მწ­უხ­არ­ოდ ყვ­ელა პო­ეტს არ ყა­ვს თა­ვი­სი პე­გა­სი.

3. ბო­ლო­სი­ტყ­ვა­ობა
ყვ­ელ­ას შე­უძ­ლია გა­იც­ნოს პე­გა­სი, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, არ­ის თუ არა იგი პო­ეტი. ამ­ის­ათ­ვის, სა­კმ­არ­ის­ია წე­რი­ლის ან ლე­ქს­ის და­წე­რა.
თა­ვა­რია, ტე­ქს­ტი კე­თი­ლი და მგ­რძ­ნო­ბი­არე გა­მო­ვი­დეს. მე­რე ხე­ლნ­აწ­ერი ცის გუ­ლზე და­იდ­ოს. ქა­რმა რომ არ წა­იღ­ოს, ფუ­რც­ლე­ბზე ქვ­ის და­დე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. მე­რე კი ლო­დი­ნია სა­ჭი­რო. ცა­ში მფ­რი­ნა­ვი პე­გა­სი აუ­ცი­ლე­ბლ­ად და­ინ­ახ­ავს მი­სთ­ვის და­ტო­ვე­ბულ გზ­ავ­ნი­ლს და ად­რე თუ გვ­იან ჩა­მო­ფრ­ინ­დე­ბა წე­რი­ლის და­სა­გე­მო­ვნ­ებ­ლად.

2010 წელი. ჟურნალისათვის წითელი ფორთოხალი

Posted in ბავშვებისათვის | 3 Comments