სინთეზატორი


2007 წელს ჰავკინგმა ფასდაუდებელი საჩუქარი მიიღო. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით მეცნიერი კოსმოსში გაეშურა. მისი მოგზაურობა ხანმოკლე იყო, მიზანი კი უწონადობაში მოხვედრა. უწონადობის პერიოდი სულ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.

ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივი სურვილები აქვთ, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათი განხორციელების შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. როგორც წესი, იზოლირებულები არიან და თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება არა აქვთ. არადა, მათ შორის უამრავი ნიჭიერი პიროვნებაა. ერთ-ერთ მაგალითად, ცნობილი ფიზიკოსი, სტივენ უილიამ ჰავკინგიც გამოდგება. იგი ინვალიდის სავარძელს არის მიჯაჭვული, ელემენტარული მოძრაობაც კი არ შეუძლია, რადგან პარალიზებულია. ჰავკინგს მეტყველებაც კი არ ძალუძს. ამის მიუხედავად, იგი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფიზიკოსია. იმისთვის, რომ მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეძლებოდა, მეგობრებმა ჰავკინგს ხმის სინთეზატორი დაუმზადეს. სინთეზატორი ფიზიკოსს თითზე აქვს მიმაგრებული და თითის მარტივი მოძრაობით  მას მეტყველების საშუალება აქვს.

მიუხედავათ თავისი შეზღუდული შესაძლებლობებისა, იგი საკმაოდ აქტიური პიროვნებაა და დიდი ფიზიკოსია. მისი ერთ-ერთი პირველი წიგნი, “დროის მოკლე ისტორია”, რომელიც 1988 წელს გამოიცა, ბესტსელერად იქცა. მისი სინთეზატორის ხმა რამდენიმე ფილმშიც კი არის გამოყენებული.მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანი, საქართველოში ყველაფერს მოწყვეტილი იქნებოდა, რადგან ჩვენთან, ჯერჯერობით, ასეთ ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. არადა, თანამედროვე ტექნიკური მიღწევები იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანები გაათანაბროს.პრობლემის გადაჭრა

რა თქმა უნდა, პრობლემა იმდენია, რომ ერთი პროექტის ფარგლებში შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება. მაგრამ, რეალურად, თანამედროვე ტექნოლოგიები ბევრის საშუალებას იძლევა. ზემოთ ნახსენები ხმის პროცესორები უკვე მრავალი ადამიანის კომპიუტერშია დაინსტალირებული. მათი დახმარებით, მაგალითად, უსინათლოებს შეუძლიათ  კომპიუტერთან ინტერნეტში იმუშაონ, წიგნები წაიკითხონ… თავად ხმის პროცესორი,

კომპიუტერული პროგრამაა, რომელსაც ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმა შეუძლია. ამგვარად, ეს პროგრამა  უსინათლოებს ყველაფერს უკითხავს, რაც კომპიუტერის ეკრანზეა გამოსახული. უკვე არსებობს ხმის პროცესორები სხვადასხვა ენისთვის და მათი ვინდოუსთან ინტეგრირება არც ისე რთულია, რადგან თავად ვინდოუსსაც გათვალისწინებული აქვს მსგავსი შესაძლებლობა.  დიდი შეღავათი იქნებოდა უსინათლოებისთვის, თუკი ქართული ხმის პროცესორი შეიქმნება და იგი ვინდოუსში ინტეგრირდება. ასეთ შემთხვევაში უსინათლოები, კომპიუტერის დახმარებით, მრავალი საქმის გაკეთებას შეძლებდნენ.


This entry was posted in მეცნიერება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s