წერილი პრეზიდენტს


1849 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ინდიელთა ერთ-ერთი ტომის ბელადისაგან მეტად უცნაური წერილი მიიღო. წერილი წარმოადგენდა ხის ქერქზე გადატანილ ნახატს. ნახატებზე გამოსახული იყო წერო, და სხვადასხვა ცხოველები, გავლებული, რაღაც უცნაური ხაზები, ზოლები. წერილში კიდევ სხვა უცნაური სიმბოლოებიც იყო. პრეზიდენტმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაავალა გაერკვიათ – რას ნიშნავდა ეს ყოველივე. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კომპეტენტური ინდიელები მოიწვიეს და საბოლოოდ გაირკვა, რომ წერილში გამოსახული შვიდი ცოცხალი არსება გამოხატავდა შვიდ ინდიელთა ტომს. მათ სათავეში წეროს ფიგურა იყო, რაც იმას მიანიშნებდა რომ ამ პეტიციას წეროს ტომის ბელადი ხელმძღვანელობდა. ხოლო წეროს თვალიდან გავლებული ხაზი, რომელიც მარცხენა ქვედა კუთხეში არსებულ წრეებს უერთდებოდა, თავად თხოვნას გამოსახავდა. წრეები ტბებს მიანიშნებდა და ინდიელებს ამ ტბების მიდამოებში სურდათ გადასახლება. ფიგურების თვალები და გულები ერთმანეთთან ხაზებით იყო დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთხოვნელები  ერთსულოვანნი იყვნენ.

This entry was posted in ისტორია. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s