Internet-ი და ადამიანი, როგორც სოციალური ცხოველი


არისტოტელე ამბობდა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო. მისი ეს მოსაზრება დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ინტერნეტის შექმნა ჯერ კიდევ XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო. თავიდან ამ გლობალურ ქსელში მუშაობა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ ამას მხოლოდ „ტვინიკოსი“ მეცნიერები ახერხებდნენ. მაგრამ ტექნოლოგია ვითარდებოდა და უამრავი ადამიანის დაუღალავი შრომის ფასად,  მისი თანამედროვე სახე ჩამოყალიბდა – ინტერნეტი, რომლის უდიდესი ნაწილიც სოციალურ ქსელებს უჭირავთ. და გამოვიდა, რომ კაცობრიობამ ამდენი ძალისხმევა იმიტომ გაიღო, რომ გარკვეულწილად, ძველი ბერძენი ფილოსოფოსის მიერ დიდი ხნის წინათ ნათქვამი დაემტკიცებინა.

სოციალური ქსელები ერთგვარი თანამეგობრობაა, რომლის ფარგლებშიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები ურთიერთობენ და ინფორმაციას ცვლიან. რაელურად, სოციალური ქსელი, ერთგვარი ვირტუალური თავშეყრის ადგილია, სადაც ადამიანები თავის მეგობრების გარემოცვაში ფოტოებს ათვალიერებენ, საუბრობენ, ჭორაობენ, ახალ მეგობრებს იძენენ… ერთი სიტყვით, დროს ატარებენ. მაგალითად, მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი FaceBook-ია.  ანუ, როგორც მას ქართულად უწოდეს, პირწიგნაკი. FaceBook-ი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ის მოსახლეობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იქნებოდა. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყნების ფართო საზოგადოება ინტერნეტისკენ დაიძრა და სოციალურ ქსელებს მიაშურა, მსოფლიო პოლიტიკოსებმა და სულიერმა ლიდერებმაც არ დააყოვნეს. ისინი ხომ ყოველთვის იქ არიან, სადაც ხალხია. პირველი მაღალი დონის პოლიტიკოსი, რომელმაც სოციალური ქსელების აქტიური გამოყენება დაიწყო, ბარაკ ობამაა. მაგრამ ბარაკ ობამა მარტო FaceBook–ის მომხმარებელი როდია? იგი თავისი საარჩევნო კომპანიის მსვლელობისას აქტიურად იყენებდა Twitter-საც. ტვიტერი ინგლისურად „ჭიკჭიკს“ ნიშნავს. ის სოციალური ქსელი, და ამავე დროს, მიკრო ბლოგინგის სერვისიცაა. ტვიტერში დარეგისტრირებული ადამიანები მოკლე შეტყობინებებს ტოვებენ თავის პერსონალურ გვერდებზე. მაგალითად, ასეთებს: „ახლა კონფერენციაზე ვიმყოფები და მოხსენებას ვუსმენ!“ ან, „ინტერნეტში საინტერესო ვებგვერდი ვიპოვე! აი, ლინკი და თქვენც გადახედეთ!“ ან „ცუდ ხასიათზე ვარ და ვინმემ გამამხნევეთ!“ მოკლედ, რაც გინდა, ის შეგიძლია ჩაწერო. ერთადერთი შეზღუდვა, ტექსტის მოცულობაა. მხოლოდ მოკლე შეტყობინების დაწერა („დაპოსტვაა“) შესაძლებელი. ტვიტერის პერსონალურ გვერდებს თავიანთი მკითხველები (Follower-ები) ჰყავს. შესაბამისად, რაც უფრო საინტერესოა გვერდი, მით მეტია მათი რაოდენობა. ისინი თანამეგობრობებში ერთიანდებიან. დღესდღეობით, ობამას ტვიტერს 3,368,004  Follower – ი ჰყავს.  ვინაიდან ობამა საკმაოდ საქმიანი ადამიანია, მისი დღის განრიგიც, შესაბამისად, ძალზედ გადატვირთულია. მისი ტვიტერის საშუალებით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, თუ რა აქვს მას დაგეგმილი დღის განმავლობაში, ან რით არის დაკავებული ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში. ბუნებრივია, ამ სერვისით ხშირად ჟურნალისტები სარგებლობენ, რათა თვალყური ადევნონ კონკრეტული პოლიტიკოსების გამონათქვამებს და გადაწყვეტილებებს. თუმცა ნებისმიერ ადამიანსაც შეუძლია ამერიკის პრეზიდენტის ტვიტერის Follower – ი გახდეს. მაგრამ ყველა პოლიტიკური ლიდერი როდი იქცევა ობამასავით?! მაგალითად, ინგლისის პრემიერ-მინისტრს თავის დროზე ვიღაცამ დაასწრო და მისი სახელით, ყალბი გვერდი შექმნა ტვიტერში. ამიტომ, პოლიტიკოსები ხშირად ხუმარა ინტერნეტ-მომხმარებელთა მსხვერპლნი ხდებიან.ინტერნეტს, კერძოდ კი სოციალურ ქსელებს, სულიერმა ლიდერებმაც მიაშურეს. რამდენიმე დღის წინ დალაი ლამამაც გახსნა თავისი გვერდი ტვიტერში. ბოლო ჩანაწერი, რომელიც დალაი ლამას ტვიტერზე ამოვიკითხე, ასეთი იყიო: „The Dalai Lama appears on Twitter  and „tweets for a better world“ – რაც ქართულად ასე ჟღერს: „დალაი ლამა გაჩნდა ტვიტერში და „ჭიკჭიკებს უკეთესი მსოფლიოსათვის“.ინტერნეტის დიდი მოყვარული რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტიც არის. მას ვიდეო-ბლოგი აქვს –  მისი პრესმდივანი პრეზიდენტის ინტერვიუებს ინტერნეტში ანთავსებს. შემდეგ კი მსურველებს საშუალება აქვთ, კომენტარები დაურთონ მედვედევის ვიდეოგამოსვლებს.თავისი ბლოგი ირანის პრეზიდენტს, აჰმადინეჯედსაც აქვს. მისი მისამართი ინტერნეტში კი ვიპოვე, მაგრამ გვერდი რატომღაც არ გაიხსნა.

ბმულები:
ბარაკ ობამას ტვიტერი: http://twitter.com/BARACKOBAMAდალაი ლამას ტვიტერი: http://twitter.com/DalaiLamaდიმიტრი მედვედევის ვიდეობლოგი: http://blog.kremlin.ru

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s