უსაზღვრო წარმოსახვის მქონე არსებები


ადამიანის წარმოსახვას საზღვარი არ უჩანს. ხან რას წარმოისახავს კაცობრიობა და ხან რას. მერე კი ამ თავის წარმოსახულს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რეალობად აქცევს ხოლმე. აი, მაგალითად, იაპონელმა მეცნიერებმა, არც ისე დიდი ხნის წინათ, ვენერასკენ იალქნებიანი ხომალდი გაუშვეს. ოკეანეებში მოცურავე ხომალდებისგან განსხვავებით, კოსმოსური ხომალდის იალქნებს მზის შუქი შეავსებს. იალქნების ბოლომდე გაშლას რამდენიმე კვირა დასჭირდება, შემდეგ კი ხომალდი, მზის გამოსხივების შესაბამისად დაარეგულირებს თავის სიჩქარეს. ვენერამდე გზას ნახევარი წელიწადი დასჭირდება. ეს პროექტი იაპონიის მთავრობას 280 მილიონი დოლარი დაუჯდა და თუკი მისია წარმატებით დასრულდება, იაპონელები ორჯერ უფრო დიდი იალქნიანი ხომალდით, ამჯერად იუპიტერისკენ გამგზავრებას ფიქრობენ.

ორიოდე სიტყვით ვენერას შესახებ

ძველი ქართული სახელწოდებაა „მთიები“, „ხარიპარია“. თუმცა ვენერას „მწუხრის ვარსკვლავსაც“ და „ცისკრის ვარსკვლავსაც“ ეძახიან, რადგან მისი დანახვა ხან დაისზე, ხან განთიადისას არის შესაძლებელი.

ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან, ჩვენი პლანეტა კი მესამე. ვენერა ცაზე სიკაშკაშით მესამეა, მზისა და მთვარის შემდეგ. იგი თავისი ზომით, მიზიდულობის ძალითა და შემადგენლობით, დედამიწას ჰგავს და ამიტომ მას ხანდახან „დედამიწის დას“ უწოდებენ. თუმცა ჩვენს მშობლიურ პლანეტასთან განსხვავებაც ბევრი აქვს. იგი იმდენად მკვრივი ღრუბლების საფარით არის შემოსილი, რომ ზედაპირის დანახვა შეუძლებელია. თავად ეს ღრუბლები ნახშირორჟანგისგან შედგება. ტემპერატურა კი მის ზედაპირზე ექსტრემალურად მაღალია და 470C აღწევს. ვენერას ზედაპირიდან 60 კილომეტრამდე სიმაღლეზე ძლიერი ქარი უბერავს, სიჩქარე საათში 400 კილომეტრს აღწევს.

ჟურნალის „ასტროფიზიკა და კოსმოსური კვლევები“ (Astrophysics and Space Science) ფურცლებზე საკმაოდ თამამი განცხადება გაკეთდა, რამდენიმე მეცნიერი ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის გაჩენა ჩვენს პლანეტაზე ვენერას უკავშირდება. მეცნიერები თვლიან, რომ მიკრობები დედამიწაზე შესაძლოა, მზის ქარების დახმარებით, ვენერადან იქნა შემოტანილი. ეს მოსაზრება 2005 წელს, გაშვებული კოსმოსური აპარატის, Venus Express-ის მონაცემებს ეყრდნობა. მეცნიერების აზრით, ვენერას ატმოსფეროში არსებული ღრუბლები, მიკროორგანიზმებსაც შეიცავენ და რომ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, ამ ორგანიზმებმა ვენერას ატმოსფეროდან დედამიწის ატმოსფეროში გადმოინაცვლეს. შესაბამის პირობებში მზის, დედამიწისა და ვენერას ერთმანეთის მიმართ განლაგება იგულისხმება. მსგავსი რამ, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ასეთ დროს მიკროორგანიზმების მოგზაურობას დედამიწამდე რამდენიმე კვირა, ან კი სულაც რამდენიმე დღე დასჭირდებოდა.

იაპონელებისთვის ესოდენ ნაცნობი ვენერა

სანამ იაპონური კოსმოსური ხომალდი თავის მოგზაურობას აგრძელებს, რამდენიმე დღის წინ გადამდგარი იაპონიის პრემიერ მინისტრის მეუღლე, სრულიად სერიოზულად ამტკიცებს, რომ იგი უკვე ნამყოფია ვენერაზე. მიუკი ჰოტოიამამ (Hatoyama Miyuki),2008 წელს, თავისი მოგზაურობის შესახებ წიგნიც კი გამოსცა. იგი ყვება, რომ დაახლოებით 20 წლის წინათ, უცხოპლანეტელების დახმარებით ვენერა მოინახულა. მოგზაურობის განმავლობაში მის სხეულს ეძინა, ხოლო სული კი უცხოპლანეტელთა ხომალდში იმყოფებოდა. ვენერა „მშვენიერი და გამწვანებული“ ადგილი გამოდგა – განმარტავს იგი თავის წიგნში. მოგზაურობის შემდეგ მიუკიმ ყველაფერი თავის მაშინდელ ქმარს უამბო, მაგრამ მეუღლემ არ დაუჯერა და გადაწყვიტა, რომ მას ეს ყველაფერი დაესიზმრა. თუმცა მისი ახლანდელი მეუღლე, იაპონიის აწ ყოფილი პრემიერ მინისტრი, იუკიო ხოტოიამა (Hatoyama Yukio, ალბათ, დიდი გაგებით მოეპყრობოდა ამ ისტორიას, დარწმუნებულია მიუკი. იაპონიის ყოფილი პირველი ლედი განთქმულია თავის ექსცენტრიკულობით. მაგალითად, იგი თავადვე იკერავს ხოლმე კაბებს. მიუკი ამტკიცებს, რომ წინა ცხოვრებაში ტომ კრუზს იცნობდა, მაშინ კრუზი იაპონელი იყო. მიუკი უარს არ იტყოდა ცნობილ ამირიკელ მსახიობთან ერთად ეთამაშა რომელიმე ფილმში. და თუკი სადმე შეხვდება მსახიობს, პირველი რასაც ეტყვის იქნება – „დიდი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს“.

იაპონიის უცხოპლანეტელი პრემიერ მინისტრი

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, ყველასთვის მოულოდნელად თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა. თავისი მეუღლის მსგავსად, მასაც ექსცენტრიკულ პიროვნებად თვლიან. მისი თვალების ჭრილი იაპონიაში უცნაურად გამოიყურება და ამიტომ მას იაპონელები უცხოპლანეტელსაც ეძახიან ხოლმე. მან თავისი მეუღლე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიცნო, სადაც იუკიო ჰოტოიამამ სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. მისი მომავალი მეუღლე მაშინ იაპონურ რესტორანში მუშაობდა და ჯერ კიდევ თავის პირველ ქმარზე იყო დაქორწინებული. „ჩვეულებრივი მამაკაცი მხოლოდ გაუთხოვარი ქალებისგან ირჩევს მეუღლეს, მე კი ყველა ქალიდან საუკეთესო ამოვირჩიე“ – ხუმრობს ხოლმე პოლიტიკოსი.

This entry was posted in მეცნიერება. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s