„ჟენევის კონვენცია“ კიბერ ომების დასარეგულირებლად


დიდი ხნის წინათ, ლეონარდო და ვინჩიმ ნეაპოლის მმართველს წერილი მისწერა. ლეონარდო მეფეს სამსახურს სთავაზობდა. ის დეტალურად აღწერდა თავის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს. ამ ჩამონათვალში ძირითადი ნაწილი საომარი მანქანების შექმნასა და საფორთიფიკაციო ნაგებობების აგებას ეკავა. ბოლოში კი ლეონარდო იმასაც აღნიშნავდა, რომ მხატვარიც იყო. როგორც ჩანს, აღორძინების ხანაშიც, როდესაც ადამიანის მისწრაფებები ამაღლებულისა და მარადიულისაკენ იყო მიმართული, ომი მაინც დიდ როლს თამაშობდა.

აღორძინების ხანამ რახანია ჩაიარა, ადამიანი კიდევ უფრო ჰუმანური და ცივილიზებული გახდა, მაგრამ მავნე ჩვევებს მაინც ვერ გადაეჩვია. ომი კვლავაც, ჩვენი პლანეტის სხვადასხვა ნაწილში, მძვინვარებს და ქართველებს ამის შესახებ არ გვესწავლება.

ასევე შეიცვალა ომის წარმოების წესებიც, უფრო მეტიც, გაჩნდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცნება და შეიქმნა ჟენევის კონვენციები. ეს დოკუმენტი არეგულირებს შეიარაღებული კონფლიქტების მსვლელობას და ცდილობს, შეამციროს მისი შედეგები. კონვენციები იცავs იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში (მაგალითად, სამოქალაქო პირებს, ექიმებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებს), ან კი მათ, ვინც აღარ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში. მაგალითად, დაჭრილებს, სამხედრო ტყვეებს და ა. შ.

პირველი კონვენცია ჯერ კიდევ 1864 წელს იყო მიღებული. დღევანდელი სახე ამ დოკუმენტებმა 1949 წელს, სამამულო ომის შემდეგ მიიღო, თუმცა, მოგვიანებით, მასში გარკვეული დამატებები შევიდა. კონვენციები ვრცელდება არამარტო იმ ქვეყნებზე, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, არამედ სავალდებულოა ყველასთვის. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საკმაოდ მკაცრი ნორმები ეგრეთწოდებული „სერიოზული დარღვევების“ წინააღმდეგ. ხოლო ადამიანები, რომლებიც „სერიოზულ დარღვევებში“ ან მსგავსი ქმედებების ხელშეწყობაში არიან შემჩნეულნი, უნდა გასამართლდნენ, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა.

ახალი რეალიები

დრო მიდის, ცხოვრება იცვლება და დღეს ჩვენ ახალი რეალიების მოწმენი ვართ. ცოტა ხნის წინათ, სამხედრო ეთიკის სპეციალისტმა, ბუფალოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (University at Buffalo) რენდოლ დიპერტმა (Randall R. Dipert) განაცხადა, რომ აუცილებელია ჟენევის კონვენციის ანალოგის შექმნა კიბერ ომებთან მიმართებით, რომლებიც უკვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მძვინვარებs. სულ ცოტა ხნის წინათ, ირანის ატომური ობიექტები დავირუსებული იყო კომპიუტერული პროგრამით – სტუქსნეტით (Stuxnet). ამის შესახებ ვრცლად „პრაიმტაიმის“ წინა ნომერში ეწერა. ექსპერტები ერთხმად განმარტავდნენ, რომ ეს კიბერთავდასხმა იმდენად მასშტაბური და ისეთი პროფესიონალიზმით იყო შესრულებული, რომ მისი განხორციელება მხოლოდ რომელიმე ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებს შეეძლოთ. ასევე ნათელია რუსეთის როლი საქართველოსა და ესტონეთის მიმართ განხორციელებულ კიბერთავდასხმებზეც. ჩინელი ჰაკერებიც თავისი სახელმწიფოს წინაშე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ…

ჩვეულებრივი მოქალაქეები

მაგრამ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კიბერ, თავდასხმამ ჩვეულებრივ მოქალაქეს?

„მონაცემთა ბაზების დაზიანებამ, საკომუნიკაციო სისტემებისა და ენერგო ,ქსელების, საბანკო სისტემების ბლოკირებამ, შეიძლება მთელი ქალაქების დაბნელება, საწარმოებისა და ჯანდაცვის ობიექტების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. ამ ყველაფერმა  კი,  შეიძლება სავალალო შედეგები მოუტანოს ჩვეულებრივ მოქალაქეებს“ – აღნიშნავს დიპერტი და ამატებს, რომ   „სამწუხაროდ, არ არის მიღებული არანაირი დოკუმენტი, კიბერ ომთან მიმართებაში, რომელიც ოდნავ მაინც ჰგავს ჟენევის კონვენციას. შესაბამისად, შეუძლებელია მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილება ან დარეგულირება“.

სანავიგაციო სისტემაში შეცდომაა

კომპიუტერი რომ სულ უფრო დიდი როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში, ამაში დღითი დღე ვრწმუნდებით. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინათ მოხდა. ინგლისში სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი ერთი ჰოსპიტალიდან მეორეში გადაჰყავდა. სასწრაფო მანქანის სანავიგაციო სისტემაში არსებული შეცდომის გამო, მძღოლმა, პაციენტი სულ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანა, რომელიც ქვეყნის მეორე ბოლოში მდებარეობდა. შესაბამისად, პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში მოუწია წინ და უკან სიარული. საბედნიეროდ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაშინ ბევრი იმაზეც ალაპარაკდა, რომ კომპიუტერულ ტექნიკაზე ესოდენ დიდი დამოკიდებულება კარგს ვერაფერს მოგვიტანსო. ამ შემთხვევის მერე რამდენიმე წელი გავიდა და დღეს მთელი რიგი ქვეყნების სატრანსპორტო ქსელები და აეროპორტები კიდევ უფრო დამოკიდებულია ელექტრონულ მოწყობილობებზე. შესაბამისად, კიბერომის შემთხვევაში, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.

რა გველის ახლო მომავალში

რენდოლ დიპერტი აღნიშნავს, რომ დღევანდელი სიტუაცია ცივი ომის პერიოდს წააგავს, როდესაც დიდი სახელმწიფოები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტიპის იარაღის განვითარებაზე, ხოლო ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა თითქმის არაფერი იცოდნენ ამ იარაღის მავნე ზეგავლენაზე.  შესაბამისად, კიბერომებიც, მისი აზრით, იგივე სცენარით განვითარდება: მცირე ზომის დივერსიები, ინფორმაციული დაპირისპირებები მიმართული ახალი ტიპის იარაღის „საველე“ პირობებში გამოსაცდელად, რაც, თავის მხრივ, რაღაცა ტიპის წონასწორობამდე მიგვიყვანს. თავისი მოსაზრებები რენდოლ დიპერტმა ინტერნეტში გამოაქვეყნა, მისი სტატიის გაცნობა შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: http://www.buffalo.edu/news/11862.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s