არალეგალური გადმოტვირთვების რეიტინგი


ინტერნეტიდან არალეგალურად გადმოტვირთული ფილმების ათეული
1. Avatar / 16 580 000
2. Kick-Ass / 11 400 000
3. Inception / 9 720 000
4. Shutter Island / 9 490 000
5. Iron Man 2 / 8 810 000
6. Clash of the Titans / 8 040 000
7. Green Zone / 7 730 000
8. Sherlock Holmes / 7 160 000
9. The Hurt Locker / 6 850 000
10. Salt / 6 700 000

ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოს პრესა გასული წლის მოვლენებს აჯამებდა. ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიანმაც“(Guardian), უხვად წარუდგინა თავის მკითხველს სხვადასხვა სახის პროგნოზები და რეიტინგები. ერთ-ერთი რეიტინგი, გასული წლის განმავლობაში, ინტერნეტიდან ფილმების პირატული ვერსიების კოპირებას ეხება. ამ უჩვეულო რეიტინგში, პირველ ადგილზე ჯეიმს კამერონის „ავატარი“ გავიდა. გასული წლის განმავლობაში იგი 16,580,000 ჯერ იყო გადმოტვირთული ტორენტ ქსელებიდან. არალეგალური მოხმარების რეიტინგში პირველი ადგილის მიუხედავად, ფილმის შემქმნელებმა, საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღეს. ოფიციალური მონაცემებით, მოგებამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
არც ისე მომხიბლავი ბედი ერგო რეიტინგში მეორე ადგილზე გასულ ფილმს – „Kick-Ass“. ეს ფილმი 11 400 000 ჯერ გადმოტვირთეს ტორენტ ქსელიდან. ფილმის შემოსავალი 100 მილიონი დოლარი იყო, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ამ ფილმით დაინტერესებულ ადამიანთა უმრავლესობამ, ფილმში ფულის გადახდას, არალეგალური ასლის გადმოწერა არჩია.
მესამე ადგილზე ფილმი Inception-ი გავიდა. იგი 9,720,000 – ჯერ გადმოტვირთეს ტორენტ ქსელებიდან.

ფილმების არალეგალური ასლები ქართულ საიტებზე
საქართველოში იმდენად განებივრებულები ვართ ფილმების არალეგალური ასლებით, რომ ინტერნეტიდან გადმოწერაც კი არ გვჭირდება, შეგვიძლია პირდაპირ ონლაინ რეჟიმში ვუყუროთ იმას, რისი ნახვაც დასავლელ მაყურებელს მხოლოდ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში შეუძლია. ასეთი საიტებია ყველასთვის ნაცნობი – avoe.ge, gol.ge და allmovies.ge.
ერთი კია, როგორც ჩანს, საქართველოში მსგავსი საიტების ადმინისტრატორებსა და კინოთეატრების მეპატრონეებს შორის, ერთგვარი მოლაპარაკება არსებობს, რომლის თანახმადაც, ქართულ საიტებზე არ ხდება იმ ფილმების განთავსება, რომელთა სათაურებიც, საქართველოს კინოთეატრების აფიშებს ალამაზებენ. ასეთი ფილმები მოგვიანებით გამოჩნდება ხოლმე, ისეთ ქართულ საიტებზე, საიდანაც ფილმის ყურებაა შესაძლებელი. როგორც კი, რომელიმე ხმაურიანი კინოპრემიერა ჩაივლის, საქართველოში თითქმის არავინ მიდის მაღაზიაში DVD-ზე ჩაწერილი ფილმების საყიდლად. ერთი სიტყვით, ჩვენთან ფილმების საყურებლად, არც ფულის გადახდაა საჭირო და არც ტორენტ ქსელებში ქექვა. ახალი ფილმების მოძიება ქართულ საიტებზეც შეიძლება.

საიდან იწერენ ფილმებს უცხოელები
საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთში, საავტორო უფლებები უფრო მკაცრად არის დაცული, მაგრამ, როგორც „გარდიანში“ გამოქვეყნებული რეიტინგი ცხადყოფს, უცხოეთშიც არიან ისეთები, ვინც ფილმის უფასოდ ყურებას ამჯობინებს. ასეთ დროს, ქართული საიტები უცხოელთათვის გამოუსადეგარია, ასეთ საიტებზე უცხოეთიდან შემოსულ მომხმარებელთათვის შეზღუდვებია დაწესებული. შეზღუდვების გამო ფილმის გადმოწერა შეუძლებელია. ონლაინ რეჟიმში ყურებაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია. უცხოეთში ძალიან პოპულარულია P2P ტიპის ქსელები, კერძოდ, ტორენტ ქსელები.

P2P – ანუ პირინგული ქსელები
P2P ქსელების, ანუ, როგორც მათ კიდევ ეძახიან, პირინგული ქსელების კონცეფცია, საკმაოდ ძველია და იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ინტერნეტი შეიქმნა. როგორც წესი, ის, რასაც ინტერნეტში ვათვალიერებთ (მაგალითად, ესა თუ ის ვებგვერდები), ან ის, რასაც ინტერნეტიდან ვიწერთ (მაგალითად, რაიმე გამოსახულება), რომელიმე სერვერზეა განთავსებული. უშუალოდ სერვერთან არავინ მუშაობს, ისე როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერთან, არავინ ზის. სერვერებს მონიტორებიც კი არა აქვთ. სერვერი, ეს არის კომპიუტერი, რომელიც მუდამ ჩართულია და ავტომატურ რეჟიმში იღებს და გასცემს ინფორმაციას. ინტერნეტის ძირითადი ნაწილი სწორედ სხვადასხვა სერვერებზეა დამახსოვრებული.
P2P – შემთხვევაში, როდესაც ვინმე რამეს იწერს, იგი სერვერიდან კი არ ახორციელებს ამ ოპერაციას, არამედ, რომელიღაცა თავისნაირი მომხმარებლის კომპიუტერიდან იწერს ამა თუ იმ ფაილის. ასეთი ტიპის ქსელები – ანუ უცხოეთში ესოდენ პოპულარული ტორენტ ქსელები – ერთგვარი თანამეგობრობაა, რომლის წევრებიც ერთმანეთში ცვლიან სხვადასხვა ფაილებს, მათ შორის – ფილმებსაც. ტორენტ თანამეგობრობაში გაერთიანება ადვილია. ამისთვის საკმარისია თქვენს კომპიუტერზე შესაბამისი პროგრამის დაინსტალირება. ეს პროგრამა ავტომატურად შექმნის თქვენს კომპიუტერში სპეციალურ ფოლდერს. ყველაფერი, რაც ამ ფოლდერში ჩაიდება, ტორენტ ქსელის ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ტორენტ ქსელები
ტორენტ ქსელები P2P პირინგული პრინციპით მუშაობენ: მაგალითად, მე ხელში ჩამივარდა ახალი მუსიკალური ალბომი. ჩემს კომპიუტერში, შესაბამის ფოლდერში ვანთავსებ და მის შესახებ, ტორენტ ლინკითურთ, ინფორმაციას რომელიმე ფორუმზე ვტოვებ. სხვა მომხმარებლები, ვისაც მუსიკალური ალბომი დააინტერესებთ, მის გადმოწერას დაიწყებენ. რაღაც დროში ინფორმაცია სხვა ფორუმებზეც გავრცელდება და მის გადმოწერას კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოისურვებს. იმის მიუხედავად, რომ მათ ვინც პირველებმა დაიწყეს მუსიკალური ალბომის გადმოწერა, იგი ჯერ ბოლომდე არ გადმოუწერიათ, ტორენტ ქსელი თავის რესურსებს გადაანაწილებს და ყველამ ერთი მომხმარებლიდან რომ არ იწეროს ფაილი, ანუ ჩემგან, ერთმანეთისგან დაიწყებენ ფაილის სხვადასხვა ნაწილების გადმოწერას. ანუ ტორენტ ქსელი თვითონ ანაწილებს, მომხმარებელთა შორის, ქსელის რესურსებს. ამგვარად, ამ ქსელის მომხმარებელი, ერთდროულად, ინფორმაციის მიმღები და გამცემიც ხდება.
ტორენტ ქსელებზე არანაირი კონტროლი არ არსებობს, ვისაც რა უნდა, იმას ანთავსებს თავის კომპიუტერზე და ტორენტ თანამეგობრობის სხვა წევრებს უზიარებს. თუკი ფაილი პოპულარულია, უცებ მოედება ხოლმე მთელს ქსელს.

This entry was posted in სხვა, SocialMedia. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s