რა შეუძლია სოციალურ მედიას


Ushahidi-ჰაიტის რუქა

Ushahidi-ჰაიტის რუქა

ინტერნეტი არც ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და ამაზე ბევრი ამახვილებს ყურადღებას.  ყურადღებას იმიტომ ამახვილებს, რომ ძალიან მცირე დროში ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. შეცვალა და ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ახალმა შესაძლებლობებმა ადამიანებს შორის ახალი სახის ურთიერთობები გახადა შესაძლებელი. ადამიანები სოციალური ქსელების, სხვადასხვა ინტერნეტ სერვისების საშუალებით, ვირტუალურ სივრცეში ერთიანდებიან და შემდეგ, რეალურ სამყაროში, რეალურ ცვლილებებს ახორციელებენ.
ბუნებრივია ამდენ სიახლეებს თავისი სახელები სჭირდებოდა. შესაბამისად, გაჩნდა უამრავი ახალი ტერმინიც.

ქროუდსოურსინგი

ქროუდსოურსინგი (ინგ. Crowdsourcing – Crowd ბრბო, sourcing მოძიება, რესურსების გამოყენება), ეს ტერმინი ბიზნესის სფეროში დაიბადა და  კონკრეტული სამუშაოს, გადაცემას გულისხმობს, საჯარო შეთავაზების საფუძველზე, ადამიანთა განუსაზღვრელი ჯგუფისთვის. ანუ, ესა თუ ის ორგანიზაცია ადამიანთა განუსაზღვრელ რაოდენობას ეუბნება, აი, ნახეთ ესა და ეს არის გასაკეთებელიო. ადამიანები კი ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე აკეთებენ ამ საქმეს, თანაც ხანდახან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. იმისთვის, რომ უფრო გასაგები გახდეს, რაზე არის საუბარი, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
Procter & Gamble-ს სპეციალური ვებგვერდი აქვს შექმნილი, რომელზეც კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ჩამონათვალია გამოქვეყნებული. ხოლო მათ, ვინც ამ პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება Procter & Gamble-ი საკმაოდ დიდ გასამრჯელოს სთავაზობს. ხშირად გასამრჯელო ასობით ათას დოლარს აღემატება.

Threadless-ი მაისურების მწარმოებელი კომპანიაა ჩიკაგოდან. მაისურების დიზაინის შერჩევა ღია კონკურის საფუძველზე ხორციელდება. ღია კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამგვარად, კომპანია ყოველ დღე უამრავ ახალ იდეას ეცნობა და საინტერესო ნამუშევრებს წარმოებაში უშვებს. ხოლო ავტორები შესაბამის გასამრჯელოს იღებენ-2000$. ამგვარად, Threadless საერთოდ არ სჭირდება დიზაინერთა ჯგუფის დაქირავება, რაც საგრძნობლად ამცირებს დანახარჯებს.
როგორც ხედავთ, ქროუდსოურსინგი თანამშრომლობის საკმაოდ მოქნილი ფორმაა. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში საუბარია ბიზნეს პროექტებზე, მაგრამ ქროუდსოურსინგში ჩართული ადამიანები ხანდახან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშეც მუშაობენ. ამის მაგალითია ინტერნეტ სერვისი Ushahidi.
Ushahidi –  2007 წელს კენიაში ჩატარებული არჩევნების დროს დაიბადა. ამ არჩევნების დროს უამრავი ძალადობის ფაქტი გამოვლინდა. Ushahidi-ს საშუალებით მოხდა საკმაოდ დიდ მოცულობის ინფორმაციის მოკლე დროში გადამუშავება და ერთგვარი ძალადობის რუკის შექმნა.

პროექტი შემდეგი სახით ხორციელდებოდა. შეიქმნა ინტერნეტ ვებგვერდი, რომელზეც კენიის რუკა იყო გამოსახული. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ძალადობის ფაქტების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, შეეძლო SMS-ის, MMS-ის ან სულაც სპეციალური ვებგვერდის საშუალებით, შეტყობინება გაეგზავნა საკოორდინაციო ჯგუფისთვის. მიღებული ინფორმაცია ჯამდებოდა და წითელი რგოლების სახით ვიზუალიზირდებოდა ინტერნეტში განთავსებულ რუკაზე. რეგიონებში, სადაც ძალადობის ფაქტები ბევრი იყო, შესაბამისი რგოლები უფრო დიდი ზომით გამოისახებოდა. ამგვარად, თვალნათელი ძალადონის რუკა შეიქმნა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეეძლოთ უფრო სწრაფად მოეხდინათ რეაგირება, რათა შეეჩერებინათ ძალადობა.
თითოეული ადამიანი, რომელიც შეტყობინებას აგზავნიდა, უანგაროდ ეხმარებოდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფს. ინფორმაციის მოსაგროვებლად აღარ იყო საჭირო დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფის შეგროვება.

პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ შემდგომ Ushahidi სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში, მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც გამოიყენეს.
2010 წელს ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად უამრავი ადამიანი ნანგრევების ქვეშ მოექცა. მთელი რიგი დასახლებული პუნქტები განიცდიდენ საკვებისა და წყლის დეფიციტს. Ushahidi-ს საშუალებით, სხვადასხვა ადამიანების შეტყობინებების საფუძველზე, ინტერაქტიული რუკა შეიქმნა. შედეგად შესაძლებელი გახდა მოხალისეების და სამაშველო სამსახურების ეფექტური კოორდინაცია. პრობლემური რეგიონების აღმოსაჩენად საკმარისი იყო რუკაზე თვალის გადავლება, მაშველები მაშინვე ხვდებოდნენ, სად ელოდება უფრო მეტი ადამიანი მათ დახმარებას.
Ushahidi ამერიკის შეერთებულ შტატებშიც  საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. 2010 წელს,  ვაშინგტონის ოლქს ზამთრის შტორმი დაატყდა თავს. Ushahidi-ს გამოყებეით შესაძლებელი გახდა მცირე დროში ბლოკირებული გზების და სხვა სახის პრობლემების შესახებ ინფორმაციის მოგროვება. თითოეული ადამიანი უბრალოდ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას აგზავნიდა SMS-ით ან კი სულაც სპეციალურ ვებგვერდზე ტოვებდა შეტყობინებას, შემდეგ კი ეს ინფორმაცია ინტერაქტიულ რუკაზე აისახებოდა.
2010 წლის ზაფხულში რუსეთის ტყეებში ხანძარი მძვინვარებდა. Ushahidi-ს საშუელებით შეიქმნა „დახმარების რუკა“, რომლის საშუალებითაც  მოხალისეთა ქმედებების კოორდინაცია მოხდა. ამ რუკის წყალობით მოხალისეებს მარტივად შეეძლოთ ენახათ სად არის უფრო საჭირო მათი დახმარება.
Ushahidi-ს გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს სერვისი უფასოა. დამატებითი ინფორმაცია პროექტის ვებგვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ: http://www.ushahidi.com
BarCamp – ერთგვარი სახალხო კონფერენციების საერთაშორისო ქსელია.  კონფერენციის ჩატარება არც ისე ადვილი საქმეა, მაგრამ BarCamp – ის მონაწილეები თავად აკეთებენ ყველაფერს. ისინი არა მარტო ესწრებიან კონფერენციას, არამედ თავადვე ზრუნავენ ყველაფერზე, რაც კონფერენციის ჩასატარებლად არის საჭირო. ბლოგებისა თუ სხვა სოციალური ინსტრუმენტების საშუალებით ზრუნავენ საინფორმაციო მხარდაჭერაზე. ონლაინ რეჟიმში ეწყობა პრეზენტაციების, ტრენინგების და კონფერენციის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების განხილვაც. პირველი   BarCamp-ი  2005 წელს მოეწყო პალო-ალტოში, კალიფორნია. თავად ღონისძიებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა, კონცეფციის შემუშავებიდან საბოლოო რეალიზაციამდე. მასში დაახლოებით 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ BarCamp-ებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, 350-ზე მეტი ქალაქი მასპინძლობდა. ყველაზე მასშტაბური ბარკემპი 2010 წლის იანვარში იანგონში, ბირმაში მოეწყო. მასში 2700 ადამიანზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

ბარკემპერები გახსნის ცერემონიაზე – იანგონი, ბირმა

ბარკემპერები გახსნის ცერემონიაზე – იანგონი, ბირმა

სოციალური მედია და რეალური ცვლილებები
საქართველოში რამდენიმე თვის წინათ, ჟურნალისტმა ია ანთაძემ თავის ბლოგზე და Facebook-ზე გაბრიელაშვილების ოჯახის ისტორია მოყვა. „ოჯახს მთლიანად დაეწვა მრავალი წლის  ნაოცნებარი სახლი და, სახლთან ერთად, ყველაფერი, რაც მასში იყო შრომით და დაგვით თავმოყრილი.“ – წერდა ჟურნალისტი. „მარტო ჩემს ბლოგს 5 000-ზე მეტი ადამიანი კითხულობს. თითოეულმა მათგანმა ლარი რომ გადარიცხოს, ოჯახი ახალ სახლს იყიდის“ – ამბობდა ია ანთაძე.
ჟურნალისტის მეგობრებმა და სრულიად უცნობმა ადამიანებმა დახმარების სურვილი გამოთქვეს. მის პოსტს ფეისბუქზე სრულიად უცნობი ადამიანებიც „იზიარებდნენ“ და საბოლოოდ, სოციალური მედიით ინფორმაციის გავრცელებამ თავისი შედეგი გამოიღო.
მოგვიანეთ ია ანთაძე თავის ბლოგზე წერდა – „წინა ღამეს ძალიან ცოტა მეძინა – დილისთვის ვემზადებოდი და თან ვფიქრობდი. ოთხ დღეში იმდენი საჩუქარი მოგვიგროვდა, რომ ორი მანქანის საბარგულში ვერ ჩავტიეთ. ტვირთის ტრანსპორტირებაში „რადიო თავისუფლება“ გვეხმარებოდა. კახა გაბრიელაშვილის ოჯახში ცოტა ჭურჭელი, საკმაო რაოდენობის პროდუქტი და უამრავი ტანსაცმელი მიგვქონდა.“

დღეს გაბრიელაშვილების ოჯახი საკუთარ სახლში ცხოვრობს.

This entry was posted in SocialMedia and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to რა შეუძლია სოციალურ მედიას

  1. SHOTA says:

    amis shesaxeb pirvelad gavige. kai postia

  2. kshengelia says:

    კარგი პოსტია მაგრამ ეს “მარტო ჩემს ბლოგს 5 000-ზე მეტი ადამიანი კითხულობს. თითოეულმა მათგანმა ლარი რომ გადარიცხოს, ოჯახი ახალ სახლს იყიდის” ცოტა გაზვიადებული ხომ არ არის?

    • შეიძლება გაზვიადებულიც იყოს მაგრამ ფაქტია რომ იმ გაჭირვებული ოჯახისათვის სახლის ფული მართლაც მოგროვდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s