კიბერ დანაშაული


იმის გამო რომ კომპიუტერში მიმდინარე პროცესები ჩვენთვის უხილავია, მათი აღქმა რთულია. ადამიანები, მრავალი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, მიჩვეულნი ვართ, რომ რეალური ობიექტი ის არის, რომელსაც თავად ხედავ, რომელსაც შეგიძლია შეეხო. აბა, როგორ შეიძლება აღიქვა სერიოზულად მეგობარი, რომელსაც ყოველდღე ხვდები ინტერნეტში, მაგრამ რეალურად ხელი მისთვის არასოდეს ჩამოგირთმევია. ან წიგნი, რომლის წაკითხვა კი შეგიძლია, მაგრამ ხელში ვერ დაიჭერ. ან კი სულაც ფული, რომლის გამოყენებაც კომპიუტერის ღილაკებზე დაჭერით არის შესაძლებელი.
მაგრამ დრო იცვლება და ის, რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა. ეს, არა მარტო ადამიანის შეგრძნებებსა და მის მსოფლმხედველობას ეხება, არამედ კანონის წინაშეც კომპიუტერული კიბერ დანაშაული ისეთივე სამართალდარღვევაა, როგორც ის, რაც საუკუნეების განმავლობაში სამართალდარღვევად მიიჩნეოდა.

სანდრო ასათიანის ილუსტრაცია

სანდრო ასათიანის ილუსტრაცია

ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში
გასული წლის შემოდგომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლებიც  კიბერდანაშაულს ეხება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავის სათაური მოკლედ და გასაგებად ჟღერს –  კომპიუტერული დანაშაული. ამ თავში სამი მუხლია.

მუხლი 284. კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა
კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში არამართლზომიერი შეღწევა, რამაც ინფორმაციის განადგურება, მოდიფიცირება ან მოპოვება შეიძლება გამოიწვიოს – ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
თუკი ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, იგი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
მარტივად რომ ითქვას, თუკი ვინმემ სხვის კომპიუტერში ან კომპიუტერულ ქსელში შეაღწია, შემდეგ რაიმე წაშალა, არსებული მონაცემები შეცვალა ან ასეთი გზით გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა, ის კანონის წინაშე დამნაშავედ იქნება მიჩნეული.

მუხლი 285. ეგმის (ელექტრონული გამომთვლელი მანქანის)
დამაზიანებელი პროგრამის შექმნა, გამოყენება ან
გავრცელება
კომპიუტერის დამაზიანებელი პროგრამის შექმნა ან არსებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რამაც შეიძლება არსებული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან კომპიუტერის გამართული მუშაობის მოშლა გამოიწვია,  ისჯება. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
თუკი ამგვარმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრია – თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
ანუ კომპიუტერული ვირუსის შექმნა ან გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით საკმაოდ მკაცრად ისჯება.

მუხლი 286. ეგმის, ეგმის სისტემის ან მათი ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა
კომპიუტერის ან კომპიუტერული ქსელის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც კანონით დაცული ინფორმაციის განადგურება, ბლოკირება, მოდიფიცირება ან გადაღება გამოიწვია, ისჯება; ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოთხმოციდან ორას საათამდე, ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი  გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ამგვარად, თუკი ვინმეს დაუდევრობით ან უყურადღებობით, რომელიმე კომპიუტერში არსებული ინფორმაცია დაზიანდა ან ამ ინფორმაციის კოპირება მოხდა, ეს შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდეს.

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s