ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა ტრადიციული წიგნების გაყიდვებს გაუსწრო


ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გასული წელი უამრავი ინტერნეტ რესურსისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან იქ, სადაც მილიონობით ადამიანი იკრიბება, ყოველთვის შესაძლებელია წარმატებული ბიზნესის წარმოება. ბოლო მონაცემებით, გასულ წელს ინტერნეტ აუდიტორიის რიცხვმა ორ მილიარდს გადააბიჯა. შედარებისთვის 2000 წელს ინტერნეტს მხოლოდ 250 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
წარმატებულ ინტერნეტ კომპანიათა რიცხვშია Amazon-იც. ამ კომპანიის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა (Jeffrey Preston „Jeff“ Bezos) განაცხადა, რომ 2010 წლის ბოლო კვარტალი კომპანიისთვის ნიშანდობლივი იყო.
ჯერ ერთი კომპანიის მოგებამ, სიმბოლურ ნიშნულს $10 მილიარდს გადააჭარბა და $12,95 მილიარდი შეადგინა.
მეორეც, ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა,  Amazon-ის ონლაინ მაღაზიაში, პირველად გაუსწრო ნაბეჭდ წიგნებზე არსებულ მოთხოვნას.

amazon.com - ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ქინდლით ხელში

amazon.com - ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ქინდლით ხელში

ონლაინ მაღაზია Amazon.com
კომპანია Amazon-ი 1994 წელს, მისმა ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, პრეზიდენტმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჯეფ ბეზოსმა დააფუძნა. ბიზნეს გეგმის თანახმად, კომპანია მოიაზრებოდა, როგორც ინტერნეტ წიგნების მაღაზია. ონლაინ გაყიდვების სერვისი 1995 წელს ამუშავდა და ამავე წელს Amazon-ზე პირველი წიგნიც გაიყიდა (Douglas Hofstadter’s Fluid Concepts and Creative Analogies: Computer Models of the Fundamental Mechanisms of Thought).
ამაზონის ერთ-ერთი ინოვაცია მომხმარებელთა რჩევები იყო. მომხმარებლებს შეეძლოთ ნებისმიერ წიგნზე თავიანთი მოსაზრებები კომენტარების სახით დაეტოვებინათ. ან სულაც პატარა რეცენზია დაეწერათ. თავის დროზე ამან წიგნის კრიტიკოსები  გააღიზიანა. „როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა მკითხველმა წიგნის რეცენზია დაწეროსო“- ამბობდნენ ისინი. „ამან ხომ შეიძლება სხვა მკითხველი შეცდომაში შეიყვანოსო“, მაგრამ, როგორც დრომ გვიჩვენა, ადამიანი ხშირად თავისნაირი ადამიანის რჩევას უფრო ენდობა, ვიდრე ამა თუ იმ დარგის პროფესიონალის მოსაზრებებს. ამ და სხვა არატრადიციულმა მიდგომებმა ამაზონის უსაზღვრო პოპულარობა განაპირობა. წიგნებს აუდიო და ვიდეო ჩანაწერები მოჰყვა და დღეს Amazon-ი მომხმარებელს უამრავ სხვადასხვა სახის პროდუქტს სთავაზობს.
კომპანიის სახელწოდება მისმა დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა, მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარისგან – ამაზონისგან ისესხა. Amazon-ი  დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად ითვლება, მისი დამფუძნებელი კი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად. იგი Blue Origin პროექტის ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელია –  ამ პროექტის ფარგლებში კერძო კოსმოსური ხომალდის შექმნაა დაგეგმილი.

ელექტრონული წიგნები – ქინდლი
ელექტრონული წიგნი უბრალოდ კომპიუტერული ფაილია, რომლის წაკითხვაც კომპიუტერში ან სხვა სპეციალური მოწყობილობით – ელექტრონული წიგნების საკითხავით – არის შესაძლებელი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული წიგნის საკითხავი მოწყობილობა, თავად ამაზონის მიერ არის შექმნილი. ამ მოწყობილობას Amazon Kindle ან უბრალოდ, ქინდლი ჰქვია. ამ ქინდლის რამდენიმე მოდიფიკაცია არსებობს (Kindle, Kindle 2,  Kindle 3, Kindle DX, Kindle DX Graphite, Kindle 3G). მასში წიგნების, ჟურნალების ან გაზეთების ჩატვირთვა პერსონალური კომპიუტერიდან ან ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ამაზონის საიტიდან არის შესაძლებელი. ქინდლის ეკრანი კომპიუტერის მონიტორისგან განსხვავებული ტექნოლოგიით არის დამზადებული, მას ელექტრონულ ქაღალდსაც უწოდებენ. თუკი მონიტორი შუქს ასხივებს და ეს ადამიანის თვალის დაღლის ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული, ქინდლის ეკრანი, ისევე როგორც ქაღალდის ფურცელი, შუქს ირეკლავს. ამიტომ, მზის შუქზეც კი, როდესაც კომპიუტერის მონიტორები თითქმის გაურჩევადი ხდება, ქინდლის ეკრანიდან ტექსტის წაკითხვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ქინდლის ერთ-ერთი მოდელის ფასი – Kindle 3G – ამაზონის საიტზე $189 შეადგენს.
ზუსტად ქინდლისთვის განკუთვნილი წიგნების, გაყიდვების რაოდენობამ, პირველად ამაზონის ისტორიაში, გაყიდული ნაბეჭდი წიგნების რაოდენობას გადააჭარბა.

ქინდლ სინგლები
არც ისე დიდი ხნის წინათ, ამაზონმა მომხმარებლებს ახალი ფორმატის ელექტრონული წიგნები შესთავაზა  – Kindle Singles. ტერმინი სინგლი მუსიკალური ინდუსტრიიდან არის ნასესხები და ცალკე აღებულ ერთ მუსიკალურ კომპოზიციას გულისხმობს. ამაზონიც მომხმარებლებს, ახალი სერვისის ფარგლებში არა მთლიან კრებულს, არამედ ცალკე აღებულ ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს, ესეს ან ცალკე აღებულ სტატიას სთავაზობს. ამგვარად, მომხმარებელს თავად შეუძლია კრებული თავისი მოთხოვნების მიხედვით შეადგინოს. ცალკე აღებული ქინდლ სინგლი $1დან $5 ღირს.

This entry was posted in განათლება, მეცნიერება and tagged , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ელექტრონული წიგნების გაყიდვებმა ტრადიციული წიგნების გაყიდვებს გაუსწრო

  1. sofia says:

    გამარჯობათ, მაინტერესებს სად შეიძლება ამ კინდლის ან მისი მსგავსი რიდერების შეძენა? საქართველოში მითხრეს რომ ასეთი ტექნიკის შეძენა მხოლოდ ინტერნეტითაა შესაძლებელიო, მაგრამ მე მაინტერესებს ისეთი მაღაზიები სადაც თითონ ამოვირჩევ მოდელს და ასე შემდეგ, მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე შეიძლება სადმე ვიყიდო?

    • სამწუხაროდ ქინდლი საქართველოში არ იყიდება. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია რომ სადმე იყიდებოდეს. შეგიძლია ამ საიტზე ნახო: http://mymarket.ge/main.php?lang_id=4

      აქ კერძო განცხადებებში შეიძლება ვინმე თავისთვის ჩამოიტანილ ქინდლს ყიდდეს.

  2. nino says:

    მე დავინახე რუსთავის “მაშუტკაში” ერთი ბებო როგორ კითხულობდა ქართულად რაგაც ნაწარმოებს ამ ქინდლით. მისით სწორედ ამ ბებოს ნახვის შემდეგ დავინტერესდი. ცხადია ამ ბებოს შვილიშვილი ეკოლება საზღვარგარეთ.

  3. და ხომ არ იცით, სად არის დამზადებული თუ 100$ ღირს ამაზონ.კომ–ზე?

    • ამ პოსტის გამოქვეყნებიდან ბევრი დრო გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. დღესდღეობით ქინდლის ყველაზე იაფი მოდელი 79$ ღირს. არამგონია სხვაგან სადმე უფრო იაფი ღიდეს ვინაიდან ქინდლი ამაზონის პროდუქტია ანუ რომელიღაცა კომპანიამ ამაზონის დაკვეთიოთ დაამზადა იგი და ქინდლის ოფიციალური გამყიდველი სწორედ ქინდლია.

      აქვე იმასაც ვიტყვი რომ არსებობს სხვა მსგავსი მოწყობილობები რომლებიც ანუ ელექტრონული წიგნების წამკითხველები:
      http://www.google.com/#q=electronic+book+reader&hl=en&prmd=imvns&source=lnms&tbm=shop&ei=3rK-TruELMOHhQfRod21BA&sa=X&oi=mode_link&ct=mode&cd=6&ved=0CDAQ_AUoBQ&bav=on.2,or.r_gc.r_pw.,cf.osb&fp=f8402f01c489f1b3&biw=1360&bih=656

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s