ვალენტინობა ინტერნეტის ეპოქაში


წლევანდელი ვალენტინობა ყველა სხვა ვალენტინობებისგან განსხვავებულია, თუნდაც იმით, რომ წელს უფრო მეტმა ადამიანმა მიულოცა ეს დღესასწაული თავის ახლობლებს ინტერნეტის საშუალებით. ფეისბუქში კიდევ უფრო მეტი ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი გამოსახულება განთავსდა, რასაც უამრავი „ლაიქი“ და კომენტარი მოჰყვა. ამაში გასაკვირი არაფერია, ინტერნეტის აუდიტორია დღითი დღე იზრდება, მარტო ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ფეისბუქის მომხმარებელთა რიცხვმა უკვე კარგა ხანია 500 მილიონს გადააბიჯა. სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ინტერნეტი დროის გატარების საუკეთესო საშუალება და მეგობრებთან ურთიერთობის სრულიად ბუნებრივი გარემო გახდა. რამდენიმე ათეული წლის წინათ, ისიც კი ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ კომპიუტერი, ეს რთული ელექტრონული მოწყობილობა, ყოველდღიური მოხმარების საგანი გახდებოდა. დღეს კი, კომპიუტერმა ადამიანის გრძნობების სამყაროშიც შემოაბიჯა.
უამრავმა ადამიანმა კომპიუტერის საშუალებით იპოვა თავისი მეორე ნახევარი. თავიდან ასეთი ისტორიები გაკვირვებას იწვევდა. ადამიანის ცნობიერებისთვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ სიყვარულის დასაბამი, პირველი ნაცნობობა, პირველი საუბარი კომპიუტერის საშუალებით მოხდა.


რომეო და ჯულიეტა
ყველაფრის მიუხედავად, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ერთი შეხედვით შეუთავსებლის შეთავსება. 2010 წელს შექსპირის უკვდავი ნაწარმოები, სიყვარულის ყველაზე ცნობილი ისტორია – რომეო და ჯიულეტა ინგლისელმა დრამატურგებმა ინტერნეტში, კერძოდ კი, ტვიტერში „დადგეს“.

ტვიტერი
ტვიტერს მიკრობლოგინგის სერვისს უწოდებენ. თავად ბლოგი ერთგვარი ვებგვერდია, რომელიც შესაბამისი სერვისების წყალობით, საკმაოდ ადვილი სამართავია. ბლოგის  დარეგისტრირება, ნებისმიერ მსურველს, სრულიად უფასოდ შეუძლია, შედიხარ შესაბამის ვებგვერდზე, უთითებ შენს მონაცემებს და რამდენიმე მარტივი მანიპულაციის შედეგად  ბლოგის მფლობელი ხდები. ბლოგში გამოქვეყნებული ჩანაწერები, „პოსტები“ უკუქრონოლოგიურად ლაგდება. ანუ, ბოლო ჩანაწერი, ყოველთვის პირველი მოსჩანს, ამ ჩანაწერებს მითითებული აქვს თარიღი და ბლოგის მკითხველებს თავიანთი კომენტარების დატოვების საშუალება აქვთ.
თუკი ბლოგში განთავსებული ტექსტის სიდიდე არ იზღუდება. ტვიტერში ერთ ჯერზე მხოლოდ 140 სიმბოლოს განთავსებაა შესაძლებელი. ამიტომაც უწოდებენ ტვიტერს მიკრობლოგინგის სერვისს. თავად ტვიტერის იდეა საკმაოდ მარტივია. ადამიანები ხშირად ერთმანეთს SMS-ებს, ანუ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიან. ტვიტერის შემქმნელებმა ყველა მსურველს მისცეს საშუალება, რათა მოკლე ტექსტური შეტყობინება ვინმე კონკრეტულ ადრესატს კი არ გაუგზავნონ, არამედ ინტერნეტში განათავსონ. ამ შემთხვევაში მოკლე ტექსტური შეტყობინების ნახვა ერთდროულად უამრავ ადამიანს შეუძლია. მაგალითად, ტიბეტის სულიერი ლიდერის ტვიტერს ერთ მილიონზე მეტი მიმდევარი, ეგრეთ წოდებული ფოლოუერი ჰყავს (folower). რაც იმას ნიშნავს, რომ დალაი-ლამას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ერთდროულად მილიონობით ადამიანი ეცნობა.
ტვიტერს კიდევ სოციალურ ქსელსაც უწოდებენ, ვინაიდან ამ სერვისში  დარეგისტრირებულ ადამიანებს საშუალება აქვთ ერთმანეთის მიმდევრები, ფოლოუერები გახდნენ. ფოლოუერობა აადვილებს შენთვის საინტერესო პიროვნების მოკლე შეტყობინებებისთვის თვალყურის დევნებას.

შექსპირის სამეფო კომპანია
შექსპირის სამეფო კომპანია (Royal Shakespeare Company (RSC)) საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა, იგი სხვადასხვა თეატრებსა და თეატრალურ სამყაროსთან დაკავშირებულ უამრავ ადამიანს აერთიანებს. რომეოსა და ჯულიეტას ინტერნეტში გადატანა ზუსტად ამ ორგანიზაციის იდეა იყო. სპექტაკლის ასეთ სპეციფიკურ გარემოში წარდგენას, რა თქმა უნდა, ტექსტის ადაპტირება დასჭირდა. ეს მისია მწერლებმა ბეთან მარლოუმ (Bethan Marlow) და თიმ რაითმა (Tim Wright) ითავეს.
ორგანიზატორები შეეცადნენ თავად მისულიყვნენ ახალგაზრდულ პუბლიკასთან იქ, სადაც ეს პუბლიკა დროის უმეტეს ნაწილს ატარებს.

წარმოდგენა ტვიტერში
წარმოდგენა ტვიტერში მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. უბრალოდ, წარმოდგენის მონაწილეები, ახალგაზრდა მსახიობები, ტვიტერში დარეგისტრირდნენ. მაგალითად, რომეოს როლის შემსრულებელი @Romeo_Me მეტსახელით დარეგისტრირდა, ხოლო ჯულიეტასი – @julietcap16 და ერთმანეთში მიმოწერა გააჩაღეს. ხოლო პუბლიკას საშუალება ჰქონდა რეალურ დროში ედევნებინა თვალყური ახალგაზრდებს შორის ინტერნეტში გაჩაღებული მიმოწერისთვის. დროდადრო მსახიობები თავინთ „პოსტებს“ სურათებსაც ამაგრებდნენ ხოლმე.

შეიქმნა პროექტისადმი მიძღვნილი ვებგვერდიც, სადაც, ნებისმიერ მსურველს, შეუძლია დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოს პროექტის შესახებ: http://www.suchtweetsorrow.com

This entry was posted in SocialMedia and tagged , . Bookmark the permalink.

2 Responses to ვალენტინობა ინტერნეტის ეპოქაში

  1. ძალიან მიყვარს ვალენტიობის დღე, ყველა ყველას რაღაცას ჩუქნის,წერილებს ჩუმად უდებენ , ჩუქნიან გულის ფრომის სუვერინებს, ერთი სიტყვით ყველ ბედნიერია და მათ შორის მეც, თან ორმაგად რადგან დაბადების დღეც მაქვს(ეს ისე)🙂 მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ნაცნობების 99% ვალენტინობას მილოცავს. დაბადების დღე ერთი ორს თუ ახსენდება 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s