უსასრულო სამყარო და აბასთუმნის ობსერვატორია


ალბათ, ყველა ჩვენთაგანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმ სამყაროს ზომებზე, რომელშიც ვცხოვრობთ. თუკი ამ კითხვით სხვადასხვა ასტროფიზიკოსს მიმართავთ ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს მიიღებთ. მეცნიერები ჩვენი სამყაროს ზომების განსაზღვრისას  განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. შესაბამისად, რეზულტატი სრულიად განსხვავებული გამოდის ხოლმე. ახალი კოსმოლოგიური მოდელის მიხედვით, ჩვენი სამყარო, ხილულ კოსმოსზე 250 ჯერ უფრო დიდია. ხილულ კოსმოსში დედამიწის ორბიტაზე, კოსმოსში მომუშავე, „ხაბლის“ ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემები იგულისხმება.
იმპერიალ კოლეჯის პროფესორმა, რობერტო ტროტამ (Dr Roberto Trotta) და ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე ორმა მისმა კოლეგამ, კიდევ ერთი, ახალი კოსმოლოგიური მოდელი შექმნეს. ახალი მოდელის შექმნისას გათვალისწინებული იყო ყველა, დღესდღეობით კაცობრიობის ხელთ არსებული მონაცემები და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელებული გამოთვლების შედეგად, მეცნიერებმა ჩვენი სამყაროს ზომა გამოთვალეს.
ალბათ, კიდევ ბევრჯერ შევა შესწორებები ჩვენი სამყაროს კოსმოლოგიურ მოდელში და შესაბამისად, სამყაროს ზომების შესახებ ადამიანების წარმოდგენა კვლავაც შეიცვლება. ამაში გასაკვირიც არაფერია. შეიძლება ჩვენი დღევანდელი წარმოდგენები შორეულ მომავალში ისეთივე გულუბყვილოდ გამოიყურებოდეს, როგორც დღეს ჩვენ შუასაუკუნებიის მეცნიერების შეხედულებებს აღვიქვამთ.

ასტრონომია საქართველოში
ცნობილია, რომ იყალთოსა და გელათის აკადემიებში ასტრონომიას დიდი ყურადღება ექცეოდა. როგორც ჩანს, ასტრონომიულ დაკვირვებებს საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.  უძველესი დროიდან, საკულტო ნაგებობები, სხვა ყველაფერთან ერთად, ასტრონომიული დაკვირვებებისთვისაც გამოიყენებოდა. საქართველოში კოსმოსის მეცნიერული შესწავლა უკვე დიდი ხანია აბასთუმანთან და აბასთუმნის ობსერვატორიასთან არის დაკავშირებული.

გი­ორ­გი რო­მა­ნო­ვი, თავის საწერ მაგიდასთან. აბასთუმანი

რუსეთის იმპერიის კრონპრინცი
აბასთუმანში ციური სხეულების დაკვირვება რუსეთის იმპერიის უფლისწულის, ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის სახელს უკავშირდება. გიორგი რომანოვი ტუბერკულოზით იყო დაავადებული და იმპერიის საუკეთესო ექიმებმა მას აბასთუმანში მკურნალობა ურჩიეს. აბასთუმნის კლიმატისა და აბანოების სამკურნალო თვისებები ოდითგანვე იყო ცნობილი. ხოლო როდესაც რუსეთის იმპერიის ჯარები საქართველოში განლაგდნენ, სამხედრო ექიმები გაკვირვებით აღნიშნავდნენ, რომ დაჭრილთა მკურნალობა აბასთუმანში, სხვა ადგილებთან შედარებით, უფრო წარმატებულად მიმდინარეობდა.

რომანოვების სასახლე აბასთუმანში

გიორგი რომანოვს აბასთუმანში მთელი ამალა ჩამოჰყვა. ავადმყოფობის მიუხედავად, ახალგაზრდა უფლისწულის განათლება არ შეწყვეტილა. ხშირად მას რუსეთის იმპერიის წამყვანი პროფესორები სტუმრობდნენ.  უფლისწული  ასტრონომიით იყო გატაცებული. მას პრივატულ ლექციებს სანქტ პეტერბუგის უნივერსიტეტის პროფესორი, ფონ გლაზენაპი უტარებდა. ფონ გლაზენაპის სახელს უკავშირდება დაბა აბასთუმანში აშენებული პირველი ობსერვატორიაც. 1890-იან წლებში, გლაზენაპი აბასთუმნის ობსერვატორიიდან ორმაგ სისტემებს აკვირდებორდა.
1893 წელს, ორმაგი ვარსკვლავების მკვლევარი, ამერიკელი  მეცნიერი შერბურნ ვესლი ბურნჰამი (Sherburne Wesley Burnham) წერდა – გლაზენაპის დაკვირვებებმა ცხადყო, რომ აბასთუმანი ასტრონომიული დაკვირვებებისთვის ერთობ ხელსაყრელი ადგილიაო.

აბასთუმნის ობსერვატორია
1932 წელს, დაბა აბასთუმანში პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია დაარსდა. ხუთი წლის შემდეგ ობსერვატორია დაბა აბასთუმნიდან იქვე, ქონაბულის მთაზე გადაიტანეს.  ობსერვატორიას დაარსების დღიდან, მას სათავეში ახალგაზრდა მეცნიერი, ევგენი ხარაძე ჩაუდგა. ევგენი ხარაძე 60 წლის განმავლობაში ობსერვატორიის შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო.
2007 წლიდან, ობსერვატორია ინტეგრირებულია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იწოდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიად.

ევ­გე­ნი ხა­რა­ძე აბასთუმნის ობსერვატორიაში

აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი (მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი).

This entry was posted in ისტორია, მეცნიერება and tagged , , . Bookmark the permalink.

One Response to უსასრულო სამყარო და აბასთუმნის ობსერვატორია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s