მოპარული ვარსკლავი


ერთხელ, ერთი პერსონაჟი თავის შეყვარებულს შეჰპირდა რომ ვარსკვლავს აჩუქებდა. მერე კი დაღონდა, რაგან მშვენივრად იცოდა, რომ როდესაც ვინმეს რამეს პირდები, აუცილებლად უნდა შეასრულო, მითუმეტეს, თუ შეყვარებულს დაპირდი. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენმა პერსონაჟმა არ იცოდა როგორ შეესრულებინა თავისი დანაპირები.

მთელი ღამე ფიქრობდა როგორ მიწვდომოდა ვარსკვლავს ცაზე. თავიდან ერთი საინტერესო იდეა მოუვიდა: აეგო პატარა თვითმფრინავი და გაფრენილიყო, მაგრამ მერე გადაიფიქრა.

მერე უნდოდა ძალიან გრძელი კიბე გაეკეთებინა, მაგრამ ამ იდეაზეც უარი თქვა.

ბოლოს, გამთენიისას სახლის სახურავზე ავიდა, თითის წვერებზე აიწია, ხელები მაღლა აიწვდინა და როგორ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ცას მისწვდა.

ამას ალბათ ერთადერთი ახსნა მოეძებნება, რაც ყველასთვისაა ცნობილი, თუ ადამიანი შეყვარებულია, მას ყველაფერი შეუძლია, მთავარია ძალიან, ძალიან მოინდომოს.

აი, ასე შეძლო ჩვენმა პერსონაჟმა მიწვდომოდა პატარა ვასკვლავს და მოეწყვიტა ის. ვარსკვლავის ადგილას, ცაზე პატარა ნახვრეტი დარჩა.

პერსონაჟმა ვარსკვლავი შინ მიიტანა და ლამაზ ყუთში ჩადო. როდესაც გათენდა, თავის შეყვარებულთან წაიღო.

გზაში მოინდომა კიდევ ერთხელ დაეხედა ვარსკვლავისათვის. გახსნა ყუთი და გაკვირვებული დარჩა.

თურმე ვარსკვლავები მხოლოდ მაშინ ანათებენ, როცა ცაზე არიან მიმაგრებულები, მაგრამ ცის გარეშე, კამფეტის ბრჭყვიალა ქაღალდებს ემსგავსებიან.

როდესაც ჩვენი პერსონაჟის შეყვარებულმა ყუთი გახსნა და ვარსკლავი დაინახა, რომელიც კამფეტის ქაღალდს წააგავდა, მისმა სიყვარულით სავსე გულმა მაშინვე იგრძნო, რომ ეს ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

იგი გახარებული დარჩა საჩუქრით, რომელიც მანამდე არავის არ რგებია.
ღამით კი ასტრონომები გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ცაში, ერთ-ერთი ვარსკვლავის ნაცვლად პატარა ნახვრეტი დახვდათ.

SabavshvoJurnali_03-1

2011 წელი. ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

This entry was posted in ბავშვებისათვის. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s