ანგელოზის ერთი დღე


მან დილით ადრიანად გაიღვიძა, ყველა ადამიანზე ადრე. ეს იმიტომ, რომ ანგელოზია და ღრუბლებში ცხოვრობს, ღრუბლები კი, მოგეხსენებათ, მზესთან სულ ახლოსაა, ამიტომაც, იქ ყველაზე ადრე თენდება.

ადგა და პირი წვიმის წყლით დაიბანა, ეს იმიტომ, რომ ღრუბელზე ცხოვრობს, ღრუბლები კი, როგორც იცი, სანახევროდ წვიმის წვეთებისგან შედგებიან, მეორე ნახევარი კი ადამიანთა სევდიანი ამოსუნთქვებია.

შემდეგ ჩაიცვა, ისაუზმა და საწერ მაგიდას მიუჯდა. ყური მიუგდო ადამიანთა სევდიან ამოსუნთქვებს, რომლებიც ღრუბლიდან მოისმოდა და ასე შეადგინა იმ ადამიანთა სია, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა.

შემდეგ თმა დაივარცხნა და სამუშაოდ, ანუ ადამიანების დასახმარებლად გაფრინდა.

მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივ რამეებს აკეთებდა, მისი საქმეები სრულიად შეუმჩნეველი რჩებოდა, ეს იმიტომ, რომ ანგელოზები ალტრუისტები არიან და არ სურთ თავისი საქმეები სალაპარაკო გახადონ.

შინ გვიან, გვიან ღამით დაბრუნდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა ადამიანებთან, დედამიწაზე ღამდება, ღრუბლებშ ჯერ კიდევ არის სინათლე, რადგან ისინი ისე ახლოს არიან მთვარესთან, რომ იქ შუაღამითაც კი არ ბნელა.

შინ დაბრუნებულმა ისადილა, ცოტა გაისეირნა თავის ღრუბელზე და დასაძინებლად გაეშურა. დაღლილობისგან მალე, ანგელოზის ტკბილი ძილით დაეძინა.

SabavshvoJurnali_N05

 2011 ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

This entry was posted in ბავშვებისათვის. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s