ელექტრონული წიგნები – ტექსტიდან ინტერაქციამდე


არც ისე დიდი ხნის წინ სიტყვა წიგნის გაგონებაზე ჩემს ცნობიერებაში სავსებით კონკრეტული ობიექტი წარმოისახებოდა. დღეს კი როდესაც ელექტრონული წიგნები იკრებენ პოპულარობას ეს წარმოდგენა იცვლება.

წიგნის ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, დავინახავთ, რომ წიგნმა ბევრჯერ, ხშირად სრულიად რადიკალურადაც შეიცვალა თავისი ფორმა. შუმერულ წიგნებს თიხის ფირფიტების სახე ქონდათ, ეგვიპტურებს გრაგნილის, ხოლო შუა სუკენეებში უზარმაზარი ხელნაწერი წიგნები იწერებოდა.

წიგნი კვლავაც იცვლის ფორმას, გაჩნდა ელექტრონული წიგნები. ელექტრონული წიგნი უბრალო ფაილია, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია მატერიალული გარსი. ასეთი წიგნების წასაკითხად საჭიროა სპეციალური ელექტრონული წიგნების საკითხი მოწყობილობა ან კომპიუტერი.

ელექტრონული წიგნების (წიგნების კომპიუტერული ფაილის სახით) ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაზია amazon.com-ია. დღეს ამაზონზე წიგნების გარდა უამრავი სხვა ტიპის პროდუქტიც იყიდება მაგრამ თავიდან ეს ვებპორტალი მისი დამფუძნებელის, ჯეფ ბეზოსის (Jeff Bezos) მიერ როგორც ნაბეჭდი წიგნების ინტერნეტ მაღაზია მოიაზრებოდა. მოგვიანებით ამაზონზე ელექტრონული წიგნებიც გამოჩნდა. 2011 წლის დასაწყისში კი ჯეფ ბეზოსმა განაცხადა რომ 2010 წლის ბოლო კვარტალში amazon.com-ზე უფრო მეტი ელექტრონული წიგნი გაიყიდა ვიდრე ნაბეჭდი ეგზემპლიარი.

ელექტრონული წიგნის ფორმატი ყველაზე მოხერხებული ლექსიკონებისა და სასწავლო ლიტერატურისათვის არის მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დღესდღეობით ელექტრონული სახით ყველაზე ფართოდ მხატვრული ლიტერატურა არის წარმოდგენილი.

მხატვრული ლიტერატურა ელექტრონული სახით

sanbooks_01amazon.com – ზე ნაყიდი წიგნის წაკითხვა შესაძლებელია კომპიუტერში მაგრამ ამის გარდა ამაზონი თავის წიგნის საკითხავ მოწყობილობასაც ყიდის. ამ მოწყობილობას ქინდლი (KINDLE) ქვია. ამაზონის ელექტრონული წიგნების მაღაზიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ტექსტის ატვირთვა. წიგნის ფასს თავად მომხმარებელი ადგენს, ამაზონი კი გაყიდული წიგნიდან გარკვეულ პროცენტს იტოვებს. ამაზონზე მხოლოდ რამოდენიმე ენაზე დაწერილი წიგნის განთავსებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ ამ ენებში ქართული არ შედის. თუმცა არსებობს მსგავსი ტიპის ქართული პლატფორმებიც, რომლებიც გამომცემლობას ან ავტორს საკუთარი წიგნის განთავსებისა და ელექტრონული სახით გაყიდვის საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის ერთ-ერთი ქართულენოვანი პლატფორმაა saba.com.ge.

ინტერნეტში შეგიძლიათ უფასო ელექტრონული წიგნებიც მოიძიოთ. მაგალითად ერთ-ერთი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რომელსაც გუტენბერგი ქვია (http://www.gutenberg.org/) იმ წიგნების გადაციფრულება და ინტერნეტში განთავსება ხდება რომლებზეც მათი სიძველის გამო კოპირაიტის კანონი აღარ ვრცელდება.

წიგნებს ამაზონის ფორმატში ისევე როგორც საბას ფორმატში არ გააჩნია გვერდები როგორც ეს ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში არის. ასეთი წიგნები ფაქტიურად ტექსტის ნაკადს წარმოადგენს, რომელშიც რიგ შემთხვევაში, ინტეგრირებულია გამოსახულებებიც. ელექტრონულ წიგნებს ერთგვარი ვირტუალური გრაგნილის სახე აქვს. ამგვარად, ასეთ წიგნებში გვერდების მიმანიშნებელის მაგივრად პროცენტული მაჩვენებელია მოცემული. ასეთ წიგნში მკითხველს შეუძლია ნახოს არა ის, თუ რომელ გვერდზე იმყოფება, არამედ წიგნის რამდენი პროცენტი აქვს წაიკითხული.

ლექსიკონები და ენციკლოპედიები

sanbooks_02სავარაუდოდ, რაღაც დროის შემდეგ ლექსიკონები და ენციკლოპედიები სრულად გადაინაცვლებენ ელექტრონულ ფორმატში. მათი ასეთი ფორმით მოხმარება გაცილებით მოსახერხებელია. ნაბეჭდ წიგნში საჭიროა უამრავი ფურცლის გადაშლა, სანამ სასურველ ინფორმაციას იპოვი. ელექტრონულ წიგნში კი საკმარისია საძიებო სიტყვის აკრეფა და ელექტრონული მოწყობილობა თავად გიპოვის რასაც ეძებ.

რამოდენიმე თვის წინ, უძველესი ენციკლოპედიის Britannica -ს წარმომადგენლება განაცხადეს რომ Britannica ბეჭდური სახით აღარ გამოიცემა. რომ ამიერიდან ამ ენციკლოპედიის მოხმარება მხოლოდ ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი.

საგულისხმოა რომ Britannica-ს 244 წლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში ამ ავტორიტეტული გამოცემის 7 მილიონზე მეტი კრებულია გაყიდული.

ხმოვანი წიგნები
ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი ტიპის წიგნების, მაგალითად აუდიოწიგნის შექმნა გახადა შესაძლებელი. ასეთი წიგნის წაკითხვა რაიმე საქმის კეთების პარალელურად არის შესაძლებელი, უფრო ზუსტად წაკითხვა კი არა არამედ მოსმენა. აუდიო წიგნი სასწავლო პროცესშიც საკმაოდ გამოსადეგია, როდესაც საქმე, მაგალითად, უცხო ენის შესწავლას ეხება.

თუკი აქამდე აუდიო წიგნიების დასამზადებლად ხმის ჩამწერი სტუდია იყო საჭირო, დღეს უკვე ზოგიერთ ელექტრონული წიგნის წამკითხველ მოწყობილობას სპეციალური პრიოგრამები მოჰყვება, რომლებიც სურვილის შესაბამისად უკითხავენ მომხმარებლებს. მომხმარებელს იმის ნაცვლად, რომ თავად იკითხოს, შეუძლია ეს საქმე სპეციალურ პროგრამას გადააბაროს და ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობა თავად წაუკითხავს მას სასურველ წიგნს. ასეთ პროგრამებს Text to Speech, ტექსტის საუბარში გადამყვან პროგრამებს უწოდებენ. მსგავსი ტექსტის წამკითხველი პროგრამები სხვადახვა ენებისთვისაა შექმნილი, ინგლისურენოვანი ვერსიები საკმაოდ მიახლოებულია ადამიანის ხმასთან.

სახელმძღვანელოები

sanbooks_03

ელექტრონული წიგნის სასწავლო პროცესში გამოყენებას უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად რომელიმე ბიოლოგიურ პროცესს სახემძღვანელოში შეიძლება მრავალი გვერდი დაეთმოს და ის მაინც ძნელად აღსაქმელი დარჩეს მოსწავლისათვის, მაშინ როდესაც, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადებული ერთი მარტივი ანიმაციისათვის თვალის გადავლება საკმარისი აღმოჩნდეს რთული ბიოლოგიური პროცესის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.

რა თქმა უნდა ელექტრონული წიგნების დანერგვა არც ისე ადვილი საქმეა. მაგალითად, ამერიკაში სახელმძღვანელოების ბაზარი 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას ბოლო დროის კრიზისმაც ვერაფერი დააკლო. ამ ბაზრის დიდი ნაწილი კვლავ ქაღალდზე დაბეჭდილი პროდუქცია შეადგენს.

რა არის ინტერაქტიული საბავშვო წიგნი

sanbooks_04

ინტერაქტიული საბავშო წიგნი რაღაც საშუალოა წიგნსა და კომპიუტერულ თამაშს შორის. თუკი ნაბეჭდი საბავშო წიგნის შექმნას ავტორი, რედაქტორი, ილუსტრატორი და დიზაინერი ჭირდება, ინტერაქტიული წიგნების შემთხვევაში პროექტში დამატებით რამდენიმე სპეციალისტის მოწვევაა საჭირო. მაგალითად პროგრამისტის, გამხმოვანებელის და ა. შ..

ინტერაქტიულ წიგნებში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპონენტი. თუკი კომპიუტერულ თამაშებში საგანმანათლებლო კომპონენტი მცირეა, ინტერაქტიული საბავშო წიგნები ერთგვარი სახელმძღვანელოებია, რომელთა საშუალბით ბავშები დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე სწავლობენ.

ინტერაქტიული წიგნის პროგრამული ნაწილის მომზადება ისეთივე ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ,მაგალითად, iPad-ის აპლიკაციის დამზადება. ამას გარდა, თუკი ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში, არსებობს ტრადიცია, შემუშავებულია წიგნის შექმნის მეთოდები, არსებობს ლიტერატურა წიგნის შექმნის შესახებ, ინტერაქტიული წიგნი სრულებით ახალი ტიპის პროდუქტია და ამგვარად, ჯერ არ არის მკვეთრად ჩამოყალიბებული ინტერაქტიული წიგნების შექმნის მეთოდები, არ არსებობს ტრადიცია.

This entry was posted in ელექტრონული წიგნები. Bookmark the permalink.

2 Responses to ელექტრონული წიგნები – ტექსტიდან ინტერაქციამდე

  1. Teo says:

    ჩემ Boox Reader-ს აქვს გვერდების მიმანიშნებელი

    • რომელი რიდერია?

      თუკი წიგნი PDF ფორმატშია მაშინ უჩვენბს ხოლმე რიდერი გვერდებს ვინაიდან ამ ფორმატში ელექტრონული წიგნს აქვს გვერდები. მაგალითად ყველაზე პოპულარული წიგნების წამკითხველი, Kindle თავის ძირითად (native) ფორმატში გვერდებს არ უჩვენბს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s