ღრუბლებიანი ოთახი


ერთ ქალაქში უცნაური პერსონაჟი ცხოვრობდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს პერსონაჟი სულ მარტო იყო.

რა თქმა უნდა მას ჰყავდა მშობლები, მეგობრები, კოლეგები, მაგრამ მაინც სულ მარტო იყო. როდესაც ჩვენი პერსონაჟი დილით იღვიძებდა, პირველი რასაც ხედავდა, ოთახის ნაცრისფერი კედლები იყო.
იგი ხშირად ფიქრობდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა თავის ცხოვებაში. მაგრამ არ იცოდა როგორ უნდა ექნა ეს.

და ერთხელაც, თეთრი ღრუბლების ხატვა დაიწყო თავისი ოთახის ნაცრისფერ კედლებზე. მერე როდესაც იღვიძებდა და თვალს ახელდა, თეთრ ღრუბლებს ხედავდა.
იგი ყოველ დღე ხატავდა ახალ თეთრ ღრუბლებს და ყოველ დილით ხედავდა, რომ მისი ოთახი ოდნავ შეცვლილიყო. და ამგვარად, კმაყოფილდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც იცვლება.
განვლო ბევრმა, ბევრმა, ძალიან ბევრმა დღემ და ბოლოს, მისი ოთახის კედლები ღრუბლებისაგან თეთრად დაიფარა.

მხოლოდ პატარა ნაცრისფერი ლაქა დარჩა ოთახის ერთ კუთხეში.
და გადაწყვიტა ეს პატარა კუთხეც მოეხატა ღრუბლებით. მაგრამ ნახა რომ თეთრი საღებავი გაუთავდა, და გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო.
გზად ცას უყურებდა და ფიქრობდა, რომ ღრუბლებით სავსე თეთრი ცა ძალიან ჰგავს მისი ოთახის ახლა უკვე თეთრ კედლებს.

ასე თეთრი ცისყურებაში კინაღამ ერთ გოგონას დაეჯახა, რომელიც მასსავით ცას უყურებდა.
მან ზრდილობიანად მოიხადა ბოდიში და უთხრა: “ეს თეთრი ცა მართლაც ძალიან ლამაზია არა?”
გოგონამ კი გაიფიქრა: რა უცნაური პერსონაჟიაო. ზრდილობიანად გაიღიმა და თავისი გზა გააგრძელა.

ჩვენმა პერსონაჟმა კი გოგონას მზერა გააყოლა…
მერე თავისი გზა გააგრძელა და მაღაზიაში თეთრი საღებავი იყიდა. მივიდა სახლში და პატარა ნაცრისფერი ლაქაც თეთრი ღრუბლებით მოხატა.

და ახლა, როცა მას სტუმრები ჰყავს ხოლმე, (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არც ისე ხშირად ხდება) ყველას ჰგონია, რომ კედლები მის ოთახში უბრალოდ თეთრია და ვერავინ ხვდება, რომ სინამდვილეში კედლები დაუთვლელი თეთრი ღრუბლებით არის მოხატული. ღრუბლებით, რომლებიც ერთ გოგონას ახსენებენ, ერთხელ კინაღამ რომ გაიცნო.

SabavshvoJurnali_N02

 2011 ჟურნალისათვის “ბავშვების დრო”

This entry was posted in ბავშვებისათვის. Bookmark the permalink.

One Response to ღრუბლებიანი ოთახი

  1. KaSecurity says:

    საინტერესოა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s