სიტყვა ენის გაგონებაზე პირველ რიგში სხეულის ნაწილი გვახსენდება. არადა ამ სიტყვას უამრავი განმარტება აქვს. ერთ-ერთის მიხედვით, ენა კომპლექსური საკომუნიკაციო საშუალებაა. არსებობს ისეთი ენები, ანუ საკომუნიკაციო სისტემები, რომლთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სხეულის ნაწილ ენასთან. მაგალითად ჟესტების ენა, რომელსაც სმენადაქვეითებული ადამიანები იყენებენ. ან კომპიუტერული ენები, რომელთაც განვითარების მეტად საინტერესო ისტორია აქვთ.
ადამიანი მუდამ ცდილობდა დაემკვიდრებინა ან შეექმნა ისეთი ენა, რომელზეც ყველა ისაუბრებდა, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნებოდა. ყველა იმპერიას სურდა თავისი ენა დაემკვიდრებინა უნივერსალურ საკომუნიკაციაო საშუალებად.
ბიბლიაში საუბარია უნივერსალურ ენაზე, რომელზეც მთელი კაცობრიობა საუბრობდა. ზოგიერთი ლინგვისტი თვლის, რომ არსებობდა პროტო ენა რომელიც შემდეგ სხვადახვა ენად დაიყო.
გვახსოვს უნივერსალური საკომუნიკაციო საშუალების ხელოვნურად შექმნის მცდელობებიც. მაგალითად ესპერანტო, ენა რომელიც სხვადასხვა ენების ერთამანეთთან ხელოვნური გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბევრი თვლიდა, რომ ასეთი სახით შექმნილი ენა ყველასათვის მისაღები კომპრომისი იქნებოდა, და იგი საყოველთაო საკომუნიკაციო საშუალებად გადაიქცეოდა. დღესდღეობით ასეთად დომინანტად ინგლისური ენა გვევლინება, ამ ენაზე ხომ ჩვენი პლანეტის მოსახლეთა უმრავლესობა საუბრობს. Continue reading












